11/01/14 ფინეთი – საქართველო 36:24

საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ფინეთში – 24:36 და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა, პლეიოფში კი ლიტვა გავიდა.

თამაშის წინ ქართველებს მხოლოდ თეორიული სანსი ჰქონდათ პირველობისა და ისიც მეტწილად ლიტველთა წაგებაზე დამყარებული. ფინელები თვიდანვე დაწინაურდნენ, ანგარიში კი პირველად და ერთადერთხელ გაათანაბრა რატი მსხვილიძემ მე-14 წუთზე. ამის შემდეგ ფინეთმა მოაწყო სამგოლიანი სპურტი, ტაიმი 16:10 მოიგო და შესვენების შემდეგაც განაგრძო უპირატესობის გაზრდა.

ფინელებს განსაკუთრებით გამოდიოდათ სწრაფი გარღვევა, ოთხჯერ მათ მიღებული გოლის შემდეგ მოახერხეს მსგავსი შეტევის მოწყობა, საქართველოს ნაკრები კი გადაღლილი ჩანდა. ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო რატი მსხვილიძე, რომელმაც მთელ ტურნირზე, 6 მატჩში 42 გოლი გაიტანა.

ჯგუფის ბოლო მატჩს, რომელიც ხვალ გაიმართება ლიტვაში, მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელის გარკვევა შეუძლია თურქეთსა და ფინეთს შორის.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური.

1 ჯგუფი. 11 იანვარი. კარიაა

ფინეთი – საქართველო 36:24

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – მსხვილიძე 13/9 (4წთ), დათუკაშვილი 6/4 (4წთ), გვაზავა 5/4, ჭანტურია 4/2, გოგალაძე 2/2, რუსია 9/1, ტალახაძე 4/1, აბრამიშვილი 1/1, მაისურაძე 1/0, გამზარდია, სიმონია, ამირანაშვილი – პენალტები 1/1

ფინეთი : ნორდკვისტი, მიაკელა – ტამინენი 12/10, რონბერგი 13/7, სუნდბერგი 9/5 (4წთ), . ბრომანი 5/4, . ბრომანი 5/3, რემი 5/3, კორპიმიაკი 2/1, კილსტედტი 2/1, ფორსი 2/1, ოიალა 2/1 (4წთ), კოლიონენი 2/0, ლაიტინენი, რაერინე – პენალტები 3/2

მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ბელ) / დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუს)

12 იანვარი, ვილნიუსი, 19:00. ლიტვა – თურქეთი

მსაჯები: ჯურე ცვეტკო, ბრშტინ კავალარი (სლნ) / დელეგატი: იან ლაურიცენი (ნორ)

ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4

 

2 ჯგუფი

რუმინეთი 10 / სლოვაკეთი 8, იტალია 2, კვიპროსი 0

11 იანვარი. 20:00 სლოვაკეთი – რუმინეთი, 12 იანვარი. 22:00 იტალია – კვიპროსი

3 ჯგუფი

უკრაინა 9 / სლოვენია 8, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0

12 იანვარი. 20:00 ლუქსემბურგი – შვეიცარია, 21:00 სლოვენია – უკრაინა

4 ჯგუფი

ისრაელი 6 (+7) / საბერძნეთი 6 (+2), ჰოლანდია 4 (-2), ბელგია 4 (-7)

11 იანვარი. 23:30 ბელგია – საბერძნეთი, 12 იანვარი. 17:00 ჰოლანდია – ისრაელი

5 ჯგუფი

ბოსნია 10 / პორტუგალია 6, ლატვია 4 , ესტონეთი 2

11 იანვარი. ესტონეთი – ლატვია 32:30, 12 იანვარი. 19:00 პორტუგალია – ბოსნია

პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები

Leave a Reply