11/01/14 ხვალ ევროპის ჩემპიონატი იწყება

კვირას დანიაში იწყება კაცების ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში. შეჯიბრება 4 ქალაქში – ოლბორგში, ორჰუსში, ბრონდბიუსა და ჰერნინგში გაიმართება.

მონაწილეობს 16 გუნდი, მათ შორის – ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი, მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი და ევროპის ჩემპიონი დანია. 4 ოთხგუნდიანი ქვეჯგუფიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 ნაკრები და ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგებსაც წაიყოლებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება (პირველ ჯგუფს შეადგენს A და B ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი, მეორეს – C და D ჯგუფებისა).

მეორე ეტაპზე კვალიფიკაცია ბევრად უფრო მკაცრია – ნახევარფინალში მხოლოდ 2-2 საუკეთესო გავა. საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონი 26 იანვარს, ქალაქ ჰერნინგის 14-ათასიან დარბაზში გამოვლინდება.

ევროპის პირველობა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა. ესპანეთს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს ყატარის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მას კი შეუერთდება ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი. დანარჩენი 12 ქვეყანა ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები. დანიაში

A ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია

B ჯგუფი: ესპანეთი, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია

C ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი

D ჯგუფი: ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო

პირველი ჯგუფური ეტაპი

12 იანვარი: ისლანდია – ნორვეგია, 19:00. ჩეხეთი – ავსტრია, 21:00. ესპანეთი – უნგრეთი, 21:15, დანია – მაკედონია, 23:30

13 იანვარი: სერბეთი – პოლონეთი, 21:00. ხორვატია – ბელარუსი, 21:00. საფრანგეთი – რუსეთი, 23:15. შვედეთი – მონტენეგრო, 23:15

14 იანვარი: უნგრეთი – ისლანდია, 21:00. მაკედონია – ჩეხეთი, 21:15. ნორვეგია – ესპანეთი, 23:15. ავსტრია – დანია, 23:30

15 იანვარი: რუსეთი – სერბეთი, 21:00. მონტენეგრო – ხორვატია, 21:00. პოლონეთი – საფრანგეთი, 23:15. ბელარუსი – შვედეთი, 23:15

16 იანვარი: ესპანეთი – ისლანდია, 21:00. მაკედონია – ავსტრია, 21:15. უნგრეთი – ნორვეგია, 23:15. დანია – ჩეხეთი, 23:30

17 იანვარი: პოლონეთი – რუსეთი, 21:00. ხორვატია – შვედეთი, 21:00. სერბეთი – საფრანგეთი, 23:15. ბელარუსი – მონტენეგრო 23:15

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი და თან წაიყოლიებს ერთმანეთში დაგროვილ ქულებს

18, 19, 20, 21, 22 იანვარი – მეორე ჯგუფური ეტაპი (2 ჯგუფი, 6-6 გუნდი). ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

24 იანვარი : მატჩი მეხუთე ადგილისთვის, 19:00, ნახევარფინალები 21:30, 24:00

26 იანვარი: მატჩი მესამე ადგილისთვის, 18:00, ფინალი, 20:30

 

Leave a Reply