10/01/14 საკუთარი თავის და თურქეთის იმედად

11 იანვარს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო მატჩს გამართავს – ქალაქ კარიააში ვეთამაშებით ფინეთის გუნდს.

მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი გადავა პირველ ადგილზე და დაელოდება 12 იანვარს, ლიტვა-თურქეთის მატჩს. ლიტველთა მოგების ან ფრის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ლიტვა გადის, ხოლი თურქების გამარჯვება პირველ ადგილს საქართველოს ნაკრებს მოუტანს.

ფინეთსა და თურქეთს სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩათ. ფინელებისთვის გადამწყვეტი მეოთხე ტურის მატჩი იყო ვილნიუსში, რომელსაც დასრულებამდე 1 წუთით ადრე იგებდა (ამ შემთხვევაში ფინელები პირველ ადგილზე გადადიოდნენ), მაგრამ 23:24 წააგო, რის შემდეგაც 19:25 დამარცხდა თურქეთშიც.

ლიტვის ნაკრებს, პირველი ორი დამაჯერებელი მოგების შემდეგ, სამ მომდევნო თამაშში გაუჭირდა. ისინი ჯერ 20:15 იგებდნენ ფინეთში, მაგრამ მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინეს; შემდეგ – ბოლო წუთზე, მსაჯების დახმარებით (შვიდმეტრიანი და ორწუთიანი) მოუგეს იმავე გუნდს და დამარცხდნენ თბილისში. ქართველების ფინეთში მოგება ლიტვისთვის, შესაძლოა, დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდეს.

საქართველოს ნაკრები 9 იანვარს, ღამით გაემგზავრა ფინეთში. გუნდს აკლია ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თურქებთან მიღებული ტრავმის გამო ლიტვასთან მატჩი გამოტოვა. თამაშს შემდეგ დღეს მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა, დანარჩენები კი ინტენსიურად ავარჯიშა.

თამაში საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟის ან ვიდეოსტრიმინგის შესახებ დამატებით გაცნობებთ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ევროპიდან მსოლოდ ერთი ჯგუფის გამარჯვებულია ცნობილი. პლეიოფის საგზური ბოსნიის ნაკრებმა გაინაღდა.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური.

1 ჯგუფი. 11 იანვარი. კარიაა, 19:00

ფინეთი – საქართველო

საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე – 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 15. ოთარ ამირანაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე – მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)

ფინეთი : 1. ვილე ნორდკვისტი 22. მიკაელ მიაკელა – 3. მირო კოლიონენი 4. იოახიმ ბრომანი 5. ოლი-პეკა კორპიმიაკი 6. ოსკარ კილსტედტი 7. ფრედრიკ ფორსი 14. ლეონელ ოიალა 15. რიხარდ სუნდბერგი 18. ანდრეას რონბერგი 22. ბენი ბრომანი 24. იონა რაერინე 25. ტუომას ლაიტინენი 33. ანტონ რემი 35. ტეემუ ტამინენი 45. ანტონ ლუუპალა – მწვრთნელი მარკო ტულანდერი

მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ბელ) / დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუს)

12 იანვარი, ვილნიუსი, 19:00. ლიტვა – თურქეთი

მსაჯები: ჯურე ცვეტკო, ბრშტინ კავალარი (სლნ) / დელეგატი: იან ლაურიცენი (ნორ)

ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, თურქეთი 4, ფინეთი 3

30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23

4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი 33:26

8 იანვარი. საქართველო – ლიტვა 26:23, თურქეთი – ფინეთი 25:19

2 ჯგუფი

რუმინეთი 10 / სლოვაკეთი 8, იტალია 2, კვიპროსი 0

11 იანვარი. 20:00 სლოვაკეთი – რუმინეთი, 12 იანვარი. 22:00 იტალია – კვიპროსი

3 ჯგუფი

9 იანვარი. უკრაინა – ლუქსემბურგი 34:22, შვეიცარია – სლოვენია 23:31

უკრაინა 9 / სლოვენია 8, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0

12 იანვარი. 20:00 ლუქსემბურგი – შვეიცარია, 21:00 სლოვენია – უკრაინა

4 ჯგუფი

ისრაელი 6 (+7) / საბერძნეთი 6 (+2), ჰოლანდია 4 (-2), ბელგია 4 (-7)

11 იანვარი. 23:30 ბელგია – საბერძნეთი, 12 იანვარი. 17:00 ჰოლანდია – ისრაელი

5 ჯგუფი

ბოსნია 10 / პორტუგალია 6, ლატვია 4 , ესტონეთი 0

11 იანვარი. 18:00 ესტონეთი – ლატვია, 12 იანვარი. 19:00 პორტუგალია – ბოსნია

პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები

Leave a Reply