EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

09/12/14 სტუ ისევ მთავარი პრეტენდენტია

საქართველოს ჩემპიონატზე, მეორე დღის მთავარ მატჩში ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 35-29 დაამარცხა თასის მფლობელი, სამტრედია.

სეზონის წინ სტუ ძირითადი შემადგენლობის ექვსმა  ხელბურთელმა დატოვა, მაგრამ  ირაკლი კეკელიძისა და ბექარ ორჯონიკიძის გუნდმა დაამტკიცა, რომ  ჯერაც მთავარი ფავორიტია საქართველოს ჩემპიონატზე.

ვეტერანმა გია გვაზავამ, რომელიც, კლუბში გამთამაშებლის პოზიციაზეა, დასაწყისიდანვე დაალაგა თამაში – სტუ თავიდანვე დაწინაურდა და ბოლომდე ლიდერობდა. სამტრედიამ ერთხელ, პირველი ტაიმის შუაში შეამცირა სხვაობა 2 ბურთამდე, ტაიმი კი 13-16 წააგო. მე-40 წუთისთვის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ადვილი  გამოსაცნობი იყო – ჩემპიონი 28-20 იგებდა.

გუნდის მთავარი ბომბარდირი თემურ ორჯონიკიძე 9 მეტრიდან დაუბრკოლებლად ისროდა, შეტევაში მას მხარი აუბეს სტურუამ, გვაზავამ და გოგოლაძემ, ბოლოს კი ვეტერანმა მამია კობახიძემაც გაიტანა 2 შვიდმეტრიანი. კარში საიმედო იყო არჩილ სამიტაშვილი, რომელმაც ოთხჯერ მოიგერია პირისპირ გასული მეტოქე.

სამტრედიას, მეტოქის კარგი დაცვის გამო უჭირდა უკანა ხაზიდან ტყორცნები, მათ ლიდერს, ლექსო წითელიშვილს კი მცველები აქტიურად ეთამაშებოდნენ. წაგებულთაგან საუკეთესო იყო პივოტი ჯაბა ხაჟომია და მეკარე სამყურაშვილი – შვიდიდან 4 მოგერიებული შვიდმეტრიანი.

ქუთაისმა 40-29 მოუგო ქარიშხალას. ქუთაისელმა ირაკლი კბილაშვილმა 16 გოლი გაუტანა გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ჭაბუკთა პირველობაზე თამაშობს, ხოლო ქარიშხალაში გვერდიგვერდ ითამაშა მამა-შვილმა – 36 წლის ზაზა ფერაძემ და მისმა ვაჟმა გიორგიმ.

პეგასმა დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, 35-30, ხოლო წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა, ბათუმის მითმა – იმედი, 41-25. 2-2 მოგებით სტუ და ბათუმი ლიდერობენ და ერთმანეთს ტურის ბოლო დღეს, 11 დეკემბერს შეხვდებიან.

გია ჯაფარიძის ფოტო: სტუ-სამტრედია, უტევს გია გვზავა

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. კაცები

პირველი წრე, პირველი ტური. გლდანი, 8-11 დეკემბერი

9 დეკემბერი

ქუთაისი – ქარიშხალა 40-29

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – კბილაშვილი 16, უ. მაისურაძე 8, კვერნაძე 7, ყაველაშვილი 4, მერკვილაძე 2, მათნაძე 1, ჩიხლაძე 1, ქუთათელაძე 1

ქარ: ხანდოლიშვილი,  დავითაშვილი, დ. მამულაშვილი – გ. ფერაძე 11,  კორაშვილი 6, არსენაშვილი 5,  ზ. ფერაძე 3, დოლმაზაშვილი 2, ბულბულაშვილი 1, ლ. მამულაშვილი 1, ჯინჭარაძე, ქურასბედიანი

სტუ – სამტრედია 35-29

სტუ: ა. სამიტაშვილი –  ორჯონიკიძე 12, გოგოლაძე 6, გვაზავა 6, სტურუა 5, გრიშიკაშვილი 3, მ. კობახიძე 2, გოგალაძე 1, გ. იობაშვილი, ი. სამიტაშვილი

სამ: სამყურაშვილი 1 – ხაჟომია 8, წითელიშვილი 5, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 4, თევზაძე 3, ზურაბიანი 1, წივწივაძე 1,  სიხარულიძე 1,  ელგანდაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

პეგასი – ფოთი 35-30

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 8, ზარნაძე 7,  გიორგაძე 7, ბაძაღუა 6, კოხრეიძე 3, დიხამინჯია 2, ცოტაძე 2, სახვაძე, აბჟანდაძე, ნ. მაისურაძე, პეტრიაშვილი, ლეჟავა

ფოთ: გ. ჭანტურია, ზარგინავა – ჟვანია 8, მიქაძე 8, ბიბილეიშვილი 6, ალანია 4, ბაჯალაძე 2,  დაგარგულია 1, ხუნჯუა 1, გოგიშვილი, ნემსაია, ბერაია

ბათუმი – იმედი 41-25

ბათ: ცერცვაძე – აბრამიშვილი 11, სიმონია 8, ქარდავა 6, გამზარდია 6, ჯორბენაძე 4, ბერძენიშვილი 2, ვარშანიძე 2, ი. ნარსია 1, რ. ჭანტურია 1, სურმავა, ვინოგრადსკი, ქავთარაძე

იმ: ხარაიშვილი – ბეჟანიშვილი 8, მიქავა 5, რუსტამოვი 4, ჩაკვეტაძე 3, ბაინაზიშვილი 2, ზ. იობაშვილი 2, ჩიკვილაძე 1, დანელიშვილი, გოგუა, ფურცელაძე, ზაალიშვილი, მელაშვილი, მღებრიშვილი, კალანდაძე, დვალიძე

მსაჯები: ამირან კომახიძე, გიორგი ბარათაშვილი

—————–თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

ბათუმი———2—2—0—0—68-50–4

სტუ————-2—2—0—0—69-58–4

სამტრედია—–2—1—0—1—74-67–2

ქუთაისი——–2—1—0—1—69-63–2

პეგასი———–2—1—0—1—60-57–2

ფოთი———–2—0—1—1—59-64–1

იმედი———–2—0—1—1—54-70–1

ქარიშხალა——2—0—0—2—61-85–0

10 დეკემბერი

12:00 ქუთაისი – იმედი

13:30 ქარიშხალა – ბათუმი

15:00 ფოთი – სტუ

16:30 პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი

12:00 სტუ – ბათუმი

13:30 ფოთი – ქარიშხალა

15:00 სამტრედია – იმედი

16:30 პეგასი – ქუთაისი

Leave a Reply