09/12/14 ჩემპიონთა ლიგაზე ორთვიანი შესვენებაა
ჩემპიონთა ლიგის მერვე ტური უჩვეულოდ გვიან, სამშაბათს დასრულდა. ახლა 11 თებერვლამდე არდადაგებია, რომლის დროსაც, 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატია დანიშნული.
ბოლო თამაშში ზაგრებმა შინ 25:24 დაამარცხა პარი სენ ჟერმენი და მესამე ადგილზეა ჯგუფში, სადაც მხოლოდ გერმანიის კილს აქვს განაღდებული მერვედფინალში გასვლა. პსჟ მეორე ადგილზეა და ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე კონკურენტებს – ზაგრებს, ლა რიოხას და მეშკოვ ბრესტს. ჯგუფიდან პლეიოფში 4 გუნდი გადის.
ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლო ორი ტური გაიმართება თებერვალში. 11 მერვედფინალისტი ცნობილია. B და C ჯგუფებში ყველაფერი გარკვეულია, D ჯგუფში 2 საგზურისთვის იბრძვიან დიუნკერკი, ოლბორგი, ზაპოროჟიე და შაფჰაუზენი.
მერვე ტურის შემდეგ ტურნირზე ერთადერთი გუნდი დარჩა, ვისაც ყველა თამაში მოგებული აქვს. პოლონეთის კელცე უნგრეთში თამაშობდა სეგედთან. მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე ანგარიში 26:26 იყო, როცა პოლონური კლუბის მწვრთნელმა ტალანტ დუშებაევმა ბოლო წუთშესვენება აიღო. შეკვეთილი კომბინაციის შემდეგ ბურთი ზუსტად მივიდა ივან ჩუპიჩამდე და მან ზედ ბოლო წამზე გაიტანა გამარჯვების გოლი.
უნგრეთის ვესპრემი 7 მოგების შემდეგ სტუმრად, მანჰეიმში, 7 მაყურებლის თვალწინ განადგურდა ლიოვენთან – 25:32. ხოლო კიდევ ერთმა აქამდე დაუმარცხებელმა კლუბმა, ბარსელონამ, პლოცკში წააგო ვისლასთან – 31:34.
ჩემპიონთა ლიგა, მე-8 ტური 3-9 დეკემბერი
A ჯგუფი
ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ) – კილი (გერ) 30:34
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 27:27
ზაგრები (ხორ) – პსჟ (საფ) 25:24
კილი 14 ქულა, პსჟ 10, ზაგრები 8, ლა რიოხა 7 / მეშკოვ-ბრესტი 6 მეტალურგი 3
B ჯგუფი
ალინგსასი (შვდ) – ფლენზბურგი (გერ) 22:27
ვისლა პლოცკი (პოლ) – ბარსელონა (ესპ) 34:31
კოლდინგი (დან) – ბეშიქთაში (თურ) 34:31
ბარსელონა 12, კოლდინგი 12, ფლენზბურგი 10, პლოცკი 9 / ბეშიქთაში 2, ალინგსასი 2
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 34:39
ცელიე (სლნ) – მონპელიე (საფ) 27:30
ლიოვენი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 32:25
ვესპრემი 14, ვარდარი 11, ლიოვენი 10, მონპელიე 8 / ცელიე 4, მედვედი 1
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც) – ოლბორგი (დან) 25:25
დიუნკერკი (საფ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 31:29
პიკ სეგედი (უნგ) – კელცე (პოლ) 26:27
კელცე 16, სეგედი 12, დიუნკერკი 6, ოლბორგი 6 / ზაპოროჟიე 4, შაფჰაუზენი 4
ტურნირი განახლდება თებერვალში
ფოტო: დიუნკერკი – ზაპოროჟიე