09/12/14 ჩემპიონმა მეზობელთან მოგებით დაიწყო

ევროპის ქალთა ჩემპიონატის პირველ ტურში დამარცხდა ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის ნაკრები – ხორვატიას 30-28 მოუგო შვედეთმა. ტურნირი მოგებით დაიწყო ევროპის ჩემპიონმა მონტენეგრომ.

შვედეთი იგებდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში და ხორვატიამ ბოლოს 48 წუთზე გაათანაბრა ანგარიში, 25-25. 10 წუთში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგანაც შვედები 4 ბურთით იგებდნენ. მათ შორის საუკეთესო იყო გამთამაშებელი იზაბელ გულდენი (7 გოლი, 4 პასი), ხოლო ხორვატებში – გარემარბი ანდრეა პენეზიჩი და პივოტი მაია ზებიჩი (6-6 გოლი).

ამავე ჯგუფში  გერმანია თავიდან 7-3 უგებდა ჰოლანდიას, მაგრამ 50-ე წუთისთვის უკვე ჰოლანდია იყო წინ  ექვსი ბურთით, საბოლოოდ კი 29-26 გაიმარჯვა ორი უკანახაზელის, პოლმანის (7) და გროტის (6) 13 გოლით, ხოლო გერმანელებში საუკეთესო მოთმაშის პრიზი მეკარე კლარა ვოლტერინგმა მიიღო (16 მოგერიება).

ევროპის ჩემპიონმა მონტენეგრომ ტურნირი მეზობელ სერბეთან მოგებით დაიწყო 22-19. შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, სერბეთს, ტრავმების გამო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ტურნირის წინ გუნდს დაუბრუნდნენ 2013 წლის მსოვლიოს საუკეთესო ხელბურთელი ანდრეა ლეკიჩი (6 გოლი) და სანია დამნიანოვიჩი (2). მიუხედავად ამისა, მონტენეგრო თვიდან ბოლომდე ლიდერობდა, კატარინა ბულატოვიჩმა და მილენა კნეზევიჩმა კი 5-5 გოლი შეაგდეს.

ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა მეორე ტაიმში გატეხა სლოვაკეთი  – 21-18, თუმცა, ტაიმი 7-9 წააგო და 40 წუთისთვის ჯერ კიდევ ფრე იყო – 12-12. ფრანგების გარემარბმა სირაბა დემბელემ კი თავისი 6 გოლიდან 3 სწრაფი გარღვევის შემდეგ გაიტანა.

პირველი ჯგუფური ეტაპიდან მეორეზე 3-3 გუნდი გადის.  დღეს მეორე ტურის მატჩებია A და B ჯგუფებში.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

8 დეკემბერი

C ჯგუფი

გერმანია – ჰოლანდია 26-29

შვედეთი – ხორვატია 30-28

10 დეკ, 21:00 ჰოლანდია – შვედეთი,

10 დეკ,  23:15 ხორვატია – გერმანია

D ჯგუფი

საფრანგეთი – სლოვაკეთი 21-18

მონტენეგრო – სერბეთი 22-19

10 დეკ, 21:00 სერბეთი – საფრანგეთი,

10 დეკ, 23:00 სლოვაკეთი – მონტენეგრო

9 დეკემბერი

A ჯგუფი

21:15 რუსეთი – ესპანეთი

23:30 პოლონეთი – უნგრეთი

B ჯგუფი

21:15 რუმინეთი – დანია

23:30 უკრაინა – ნორვეგია

Leave a Reply