08/09/14 სერგო დათუკაშვილი კარიერას სერბეთში აგრძელებს

ევროპაში მოთამაშე ქართველ ხელბურთელებს კიდევ ერთი დაემატა. 36 წლის ვეტერანი სერგო დათუკაშვილი კარიერას სერბეთის ჩემპიონ კლუბში, ვოივოდინაში გააგრძელებს.

 

ბოლო წლების განმავლობაში დათუკაშვილი მოკლე კონტრაქტებს აფორმებდა ახლო აღმოსავლეთის გუნდებთან. წინა სეზონი მან ლიბანის ალ სადში დაიწყო და ყატარის ალ კიადაში დაასრულა, წლეულს კი ევროპაში დაბრუნდა.

ამ უქმეებზე სერგომ უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე. მისმა გუნდმა ნახევარფინალში წააგო სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვთან 21:25, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში 35:30 მოუგო ჰოლანდიის ტარგოს ბევოს – 30:25. პირველ თამაშში თამაშში ქართველმა მარცხენა შუამარბმა 3 გოლი გაიტანა, მეორეში – 4.

ამ წაგების შემდეგ ვოივოდინა რანგით მეორე  ევროტურნირზე, ფედერაციის თასზე გადაერთვება. სერბეთის ჩემპიონატის გარდა, ვოივოდინა 2013-14 სეზონში თამაშობდა ე.წ. სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელბურთო ლიგაზე, სადაც მონაწილეობდა ბელარუსის, ბოსნიის, ხორვატიის, მაკედონიის, მონტენეგროს, სერბეთისა და სლოვაკეთის 10 საუკეთესო გუნდი.

სერგო დათუკაშვილი 1978 წელს დაიბადა თბილისში. 1998 წლამდე შევარდენში თამაშობდა, ხოლო შემდეგ ხანგრძლივი საერთაშორისო კარიერა ჰქონდა. მისი ყოფილი კლუბებია: ერლანგენი (გერმანია, 1988-99), ალფა-ბეირუთი (ლიბანი, 1999-00), მეტალოპლასტიკა (იუგოსლავია 2000), ლოვჩენი (იუგოსლავია, 2000-01), პალამანო (იტალია 2001-02), კილკისი (საბერძნეთი, 2002-03), დე მაიო ტენერიფე (ესპანეთი, 2003-04), ვიკინგი (შვედეთი, 2004), ისტადი (შვედეთი, 2004-07), ლიუბეკე (გერმანია, 2007-08), ველენიე (სლოვენია, 2008-09), ალ-აჰლი (ქუვეითი, 2009-10), ტბვ ლემგო (გერმანია, 2010-11), ტატრან პრეშოვი (სლოვაკეთი, 2011), ალ სადი (ლიბანი, 2011-13), ალ კიადა (ყატარი, 2014). მთელი ამ ხნის განმავლობაში, სერგო თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ხოლო მისი საკლუბო კარიერის პიკია გერმანიის ბუნდესლიგაში გატარებული ორი სეზონი.

ამგვარად, ამ მომენტისთვის ევროპულ კლუბებში 7 ქართველი ხელბურთელი თამაშობს: სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ), ვლადიმერ რუსია, შოთა თევზაძე (ოდორჰეი, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), რატი მსხვილიძე, გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონი, თურ). აკაკი ტალახაძე ირანის კლუბ თაბრიზის წევრია.

 

Leave a Reply