07/12/14 რვა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს იწყებს

ორშაბათს გლდანში იწყება ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. საქართველოს ჩემპიონი სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ისევე როგორც შარშან, მონაწილეობს 8 გუნდი, ოღონდ ორი მონაწილე შეიცვალა. წლეულს ასპარეზობა ვერ მოახერხა თელავის გუნდმა, ხოლო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრების  მოთამაშეები ჩემპიონატს თავ-თავის კლუბებში ითამაშებენ. ორი ახალი მონაწილეა თბილისის ქარიშხალა და ფოთის ოქროს ვერძი.

ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ჩატარდება 4 ტური, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი თბილისის ოთხეულთან გაარკვევს ურთიერთობას. იანვარში ეს ოთხეულები ერთმანეთში ითამაშებენ  და პირველი წრეც შეიკვრება.

გლდანის ხელბურთის სასახლე პირველობას მზად ხვდება. დარბაზი თბება, მუშაობს ელექტროტაბლო, მალე კი დაიგება ტერაფლექსის სპეციალური საფარი, რომელიც გრანტის სახით მივიღეთ ხელბურთის ევროპული ფედერაციიდან.

2014-15 წლების სეზონი ოქტომბერში გაიხსნა საქართველოს თასით, თუმცა, მას შემდეგ, გუნდებში რამდენიმე ცვლილება კიდევ მოხდა. საბოლოოდ, გუნდების უმეტესობა შარშანდელთან შედარებით საკმაოდ სახეცვლილი იქნება, რაც ჩემპიონატს უფრო საინტერესოს ხდის და გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობაც შეუძლებელი იქნება.

ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა  საქართველოს თასი გამოტოვა, ჩემპიონატზე კი სრულიად სახეცვლილი წარდგება. ბათუმში გადასულ ხუთეულს (ცერცვაძე, სიმონია, სურმავა, აბრამიშვილი, ამირანაშვილი) თასის გათამაშების შემდეგ დაემატა ლევან ბერძენიშვილი, მწვრთნელებმა კი დანაკლისი სხვადასხვა გუნდებიდან, ძირითადად ახალგაზრდებით შეავსეს. ახალწვეულები არიან – არჩილ და იოსებ სამიტაშვილები, მაისაშვილი (თელავი), ჭელიძე (ბათუმი), აბაშიძე, გიორგი იობაშვილი (იმედი). დანაკლისის მიუხედავად, სტუ-ს საკმარისი რესურსი აქვს ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლისათვის.

ვერცხლის პრიზიორმა, ბათუმმა ხუთი მოთამაშე გაუშვა და 6 შეიმატა. ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება, მოგებაში დარჩებიან აჭარელები თუ წაგებაში.

გაძლიერდა ბრინჯაოს პრიზიორი და თასის მფლობელი, სამტრედია. ბათუმიდან სამყურაშვილისა და წივწივაძის დამატების გარდა,  გუნდში მივიდა გამოცდილი უკანახაზელი გიორგი კობახიძე (თელავი).

ცვლილებები დიდად არ შეხებია პეგასს. ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდს დაემატა ამავავე ნაკრების ინსაიდი გიორგაძე (იმედი).

საგრძნობლად გაძლიერდა ქუთაისი, რომელმაც ბოლო ადგილი დაიკავა შარშანდელ პირველობაზე და თასიც გამოტოვა. გუნდს დაემატნენ ყაველაშვილი და ნაკრების პივოტი უჩა მაისურაძე (ბათუმი), გამოცდილი მეკარე ანდრიაძე (სტუ), პეგასის დაცვის ბურჯი ქუთათელაძე და ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, კბილაშვილი (ქარიშხალა).

თასის გათამაშების შემდეგ უცვლელია ფოთელთა შემადგენლობა და აქ ყველა ხელბურთელი ქალაქის სახელბურთო სკოლის აღზრდილია.

სრულიად ახალგაზრდული შემადგენლობა ეყოლება თბილისის იმედს, სადაც გამოცდილთაგან მხოლოდ რობერტ ბეჟანიშვილი დარჩა, ტურნირის დებიუტანტი, ქარიშხალა კი ისედაც ჭაბუკთა გუნდია, რომელიც მთელი შემადგენლობით გადავიდა კაცების ლიგაში და ოლიმპიური ნაკრების კიდევ რამდენიმე კანდიდატი დაიმატა.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. კაცები

პირველი წრე, პირველი ტური. გლდანი, 8-11 დეკემბერი

8 დეკემბერი

12:00 იმედი – ფოთი

13:30 ბათუმი – პეგასი

15:00 სამტრედია – ქარიშხალა

16:30 სტუ – ქუთაისი

9 დეკემბერი

12:00 ქუთაისი – ქარიშხალა

13:30 სტუ – სამტრედია

15:00 პეგასი – ფოთი

16:30 ბათუმი – იმედი

10 დეკემბერი

12:00 ფოთი – სტუ

13:30 ქარიშხალა – ბათუმი

15:00 ქუთაისი – იმედი

16:30 პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი

12:00 სტუ – ბათუმი

13:30 ფოთი – ქარიშხალა

15:00 სამტრედია – იმედი

16:30 პეგასი – ქუთაისი

სტუ

ირაკლი ხიდეშელი (1996), არჩილ სამიტაშვილი (1994), ავთო მღებრიშვილი (1997), ლაშა სიხარულიძე (1979)  – შოთა გრიშიკაშვილი (1984), გიორგი აბაშიძე (1992) – გია გვაზავა (1978), თემურ ორჯონიკიძე (1996), გიორგი იობაშვილი (1990), შალვა სტურუა (1994), მამია კობახიძე (1980), თორნიკე მაისაშვილი (1996), მეთოდე ჭელიძე (1992), ლევან ოსიყმაშვილი (1981) – ილია გოგალაძე (1986), ირაკლი გოგოლაძე (1996), იოსებ სამიტაშვილი (1994), გია ზარქუა (1996)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე, მამია კობახიძე

მითი (ბათუმი)

ჯონი ცერცვაძე (1994) – ირაკლი ნარსია (1993), ლევან ბერძენიშვილი (1986) – გიორგი სურმავა (1992), ზურაბ სიმონია (1994), უჩა გამზარდია (1990), გიორგი ქავთარაძე (1992), რეზო ჭანტურია (1994), ნუკრი ვარშანიძე (1985) – ზურაბ აბრამიშვილი (1994), ოთარ ამირანაშვილი (1987), ნიკოლოზ ჯორბენაძე (1988), ვანო ქარდავა (1987), იგორ ვინოგრადსკი (1990)

მწვრთნელი: მერაბ ჭანტურია, დირექტორი: გია ბზეკალავა

სამტრედია

გიორგი სამყურაშვილი (1985), ალექსანდრე ხონელიძე (1985), ავთანდილ ქავზინაძე (1986) – ჯაბა ხაჟომია (1996), სპარტაკ ელგანდაშვილი (1992) – ლექსო წითელიშვილი (1992), გია წივწივაძე (1981), ირაკლი თევზაძე (1992), გიორგი კობახიძე (1982), ირაკლი ღაღანიძე (1982), გიორგი კუჭუხიძე (1996), თემურ თავაძე (1994) – გოგიტა ნიკურაძე (1990), ვეფხია ზურაბიანი (1997), ლევან სიხარულიძე (1984), ბექა მეგრელიშვილი (1992)

მწვრთნელები: გოგი ხელისუფალი, ავთანდილ ქავზინაძე, გია წივწივაძე. გუნდის უფროსი: დავით დუნდუა

პეგასი

ზურაბ ცინცაძე (1996), დემეტრე ნარსია (1997) – გიგა კოხრეიძე (1996), გიორგი სახვაძე (1981), ნოდარ მაისურაძე (1998), გიგა დემეტრაშვილი (1996) – ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996), გივი გიორგაძე (1992) მიხეილ ნაზღაიძე (1998), ამირან აბჟანდაძე (1996), გიგა ზარნაძე (1999), ბაკურ ცოტაძე (1980), ტიტე კალანდაძე (1972), ლევან გელაშვილი (1975), თორნიკე პეტრიაშვილი (1996) –  გიორგი დიხამინჯია (1997),  ვლადიმერ ბაძაღუა (1996), ნიკოლოზ ლეჟავა (1995), ლუკა გაწერელია (1998,

მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი, გიორგი სახვაძე

იმედი

გიორგი ხარაიშვილი (1998) ნოდარ ლორია (1997) – ბექა დანელიშვილი (1998), გიორგი მიქავა (1998) თორნიკე მღებრიშვილი (1998) – ხაზეინ რუსტამოვი (1998), რობერტ ბეჟანიშვილი (1992), ირაკლი კალანდაძე (1993), ზეზვა იობაშვილი (1998), გიგა ბაინაზიშვილი (1998), ალექსანდრე მელაშვილი (1998), ენრიკე ბაზანოვი (1998), გიორგი ფურცელაძე (1998) – ვუსალ ჰუსეინოვი (1998), ირაკლი ჩაკვეტაძე (1993), ზაალ ზაალიშვილი (1998) ნოდარ გოგუა (1998), საბა დვალიძე (1998), გიორგი თურქაძე (1998)

მწვრთნელები: ზაზა სამადაშვილი, გივი შარანგია, პრეზიდენტი: მერაბ მეტრეველი, ექიმი: იური გოგიაშვილი

ქუთაისი

კორნელი ანდრიაძე (1984), გიორგი კუპატაძე (1998) – უჩა მაისურაძე (1986), ომარ ქუთათელაძე (1975)  – გიორგი კვერნაძე (1984), ჯუმბერ ჯუღელი (1993), ირაკლი კბილაშვილი (1998), აკაკი ყაველაშვილი (1987),  უჩა კობახიძე (1993) კარლო მათნაძე (1997), ბექა ტუღუში (1997), გაგა ბახტურიძე (1994), ალექსანდრე ბოყოჩაძე (1973), დავით გობეჯიშვილი (1981) – მირიან ჩიხლაძე (1994), გიორგი მერკვილაძე (1998), ზაურ რობაქიძე (1998), გიორგი კლდიაშვილი (1998), ბიძინა გიორგაძე (1998)

მწვრთნელები: გრიგოლ თავხელიძე, ზურაბ ყაველაშვილი, ალექსანდრე ბოყოჩაძე, დავით გობეჯიშვილი

ოქროს ვერძი (ფოთი)

ლაშა სიორდია (1990), იური ზარგინავა (1998), გიორგი ჭანტურია (1991) – გიორგი ბიბილეიშვილი (1998), თორნიკე ნემსაია (1993), ირაკლი გოგიშვილი (1991) – გიორგი მიქაძე (1998),  კახაბერ დაგარგულია (1996), თენგიზ ბერაია (1998), ალექსანდრე ხუნჯუა (1994), ლავრენტი ფანცულაია (1995) – გელა ჟვანია (1990), ომიკო ალანია (1995), ნიკოლოზ ბაჯალაძე (1998), ლუკა სილაგაძე (1994)

მწვრთნელები: თემურ ჭანტურია, დარეჯან გეფერიძე, ექიმი: სერგო შონია, მენეჯერი: ჯუმბერ კუცია

ქარიშხალა 1962

სანდრო ხანდოლიშვილი (1998), გაბრიელ დავითაშვილი (1998), დავით მამულაშვილი (1998) – ერეკლე არსენაშვილი (1998), გიორგი კვირკველია (1998) – ლუკა ბულბულაშვილი (1998), გიგი ფერაძე (1998), გიორგი შევჩენკო (1998), ლექსო სხვიტარიძე (1998), არჩილ ქურასბედიანი (1996) – თამაზ კორაშვილი (1999), ლევან მამულაშვილი (1998), გიორგი დოლმაზაშვილი (1998), მიხეილ ჯინჭარაძე (1998), გიორგი წიკლაური (1998)

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, ზაზა ფერაძე, ელზა მერაბიშვილი. პრეზიდენტი: ჯემალ ბარამიძე

Leave a Reply