06/12/14 იწყება ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის

კვირას, უნგრეთსა და ხორვატიაში იწყება ევროპის 2014 წლის ჩემპიონატი ქალთა ხელბურთში. შეჯიბრებას უმასპინძლებს ამ ორი ქვეყნის სამ-სამი ქალაქი – დიორი, დებრეცენი, ბუდაპეშტი, ვარაზდინი, ოსიეკი და ზაგრები.

თამაშობს 16 უძლიერესი გუნდი. პირველი ჯგუფური ეტაპიდან მთავარ რაუნდში გადის 4 ოთხგუნდიან ჯგუფში პირველ სამ ადგილზე გასული ნაკრები და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გადაიყოლებს. მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი და შემდეგ ეტაპზე გასვლის ფორმატი ბევრად უფრო მკაცრია – მხოლოდ ორ-ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ნახევარფინალები და ფინალი 19 და 21 დეკემბერს გაიმართება ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.

ევროპის ჩემპიონატი სულ მეთერთმეტედ ტარდება 1994 წლიდან და ტიტული აქამდე სულ 4 ქვეყანას აქვს მოგებული – ნორვეგიას (5), დანიას (3), უნგრეთსა (1) და მონტენეგროს (1). მოქმედი ჩემპიონია მონტენეგრო, ვინც წინა ჩემპიონატის ფინალში, 2012 წელს, დამატებით დროში მოუგო ნორვეგიას.

ბოლო ათწლეულის დაუკეთესო გუნდმა ნორვეგიამ შარშან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა (ტურნირის გამარჯვებული ბრაზილია გახდა) და ამ დროისათვის მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონია. გუნდმა დეკემბრის დასაწყისში შინ წააგო მოსამზადებელი ტურნირი, ე.წ ოქროს ლიგის თასი. ნორვეგიას 24:21 მოუგო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, დანიამ (მომდევნო ადგილებზე გავიდნენ საფრანგეთი და სერბეთი). მიუხევადავად ამისა, ნორვეგია მთავარ ფავორიტთა შორის იქნება ევროპის პირველობაზე. გუნდი უძლიერესი შემადგენლობითაა და ჰყავს ორივე ლიდერი – პივოტი ჰაიდი ლოკე და შუამარბი ნორა მორკი.

თუმცა, ეს ევროპის ჩემპიონატია, სადაც სუსტი მეტოქეები არ არიან – თექვსმეტივე გუნდი თანაბარი შანსებით ერთვება ტურნირზე და ძალიან ძნელი სავარაუდოა, როგორ წარიმართება შეჯიბრება.

მომავალი ევროპის ჩემპიონი მიიღებს 2016 წლის ოლიმპიადისა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

A ჯგუფი, დიორი (უნგ)

7 დეკ, 21:00 ესპანეთი – პოლონეთი

7 დეკ, 23:30 უნგრეთი – რუსეთი

9 დეკ, 21:15 რუსეთი – ესპანეთი

9 დეკ, 23:30 პოლონეთი – უნგრეთი

11 დეკ, 21:15 რუსეთი – პოლონეთი

11 დეკ, 23:30 უნგრეთი – ესპანეთი

B ჯგუფი, დებრეცენი (უნგ)

7 დეკ, 21:15 ნორვეგია – რუმინეთი

7 დეკ, 23:30 დანია – უკრაინა

9 დეკ, 21:15 რუმინეთი – დანია

9 დეკ, 23:30 უკრაინა – ნორვეგია

11 დეკ, 21:15 რუმინეთი – უკრაინა

11 დეკ, 23:30 ნორვეგია – დანია

C ჯგუფი, ვარაზდინი (ხორ)

8 დეკ, 21:00 გერმანია – ჰოლანდია

8 დეკ, 23:15 შვედეთი – ხორვატია

10 დეკ, 21:00 ჰოლანდია – შვედეთი

10 დეკ, 23:15 ხორვატია – გერმანია

12 დეკ, 21:00 შვედეთი -გერმანია

12 დეკ, 23:15 ხორვატია – ჰოლანდია

D ჯგუფი, ოსიეკი (ხორ)

8 დეკ, 21:00 საფრანგეთი – სლოვაკეთი

8 დეკ, 23:15 მონტენეგრო – სერბეთი

10 დეკ, 21:00 სერბეთი – საფრანგეთი

10 დეკ, 23:15 სლოვაკეთი – მონტენეგრო

12 დეკ, 21:00 მონტენეგრო – საფრანგეთი

12 დეკ, 23:15 სერბეთი – სლოვაკეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი

13, 15, 17 დეკემბერი – 1 ჯგუფი (A,B), დებრეცენი (უნგ)

14, 16, 17 დეკემბერი – 2 ჯგუფი (C,D), ზაგრები (ხორ)

ნახევარფინალი

19 დეკემბერი, ბუდაპეშტი (უნგ)

ფინალი

21 დეკემბერი, ბუდაპეშტი (უნგ)

Leave a Reply