07/06/15 მეორე ეტაპი ბათუმმა და ყვარელმა მოიგეს

ყვარელში, ილიას ტბაზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქვიშის ხელბურთში. კაცთა შორის ზედიზედ მეორე შეჯიბრება მოიგო ბათუმის გუნდმა, ქალებში გაიმარჯვა პეგასმა.

ბათუმელებს ფინალში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქუთაისის გუნდმა. პირველი სეტის ძირითდი დრო ფრედ დასრულდა, თამაში ოქროს გოლამდე გაგრძელდა – მიზანს ბათუმმა მიაღწია და შემდეგ მეორე ხელიც მოიგო – 2-0. მესამე ადგილზე სამტრედია გავიდა, ვინც მასპინძელთა გუნდს აჯობა.

გოგონათა ტურნირში 4 გუნდი შეიკრიბა. პირველი ეტაპის გამარჯვებულმა და შარშანდელმა ჩემპიონმა, ყვარლის გუნდმა ფინალი წააგო თბილისის პეგასთან, თუმცა, ორი ეტაპის ჯამში მაინც ლიდერობს.

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი 4 ეტაპის ჯამში გამოვლინდება. ბოლო ორი ტური ზაფხულის ბოლოს გაიმართება ურეკსა და ბათუმში. იქამდე, ივნისის ბოლოს, საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში უკონკურსოდ მონაწილეობს, ითამაშებს ესპანეთში, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე.

ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი. ყვარელი, ილიას ტბა. 5-7 ივნისი

7 ივნისი. კაცები, ფინალი

1/2 ადგილები: ბათუმი-ქუთაისი 2-0

3/4 სამტრედია-ყვარელი 2-0

5/6 გორი-ნაკრები 2-1

7/8 რუსთავი-იმედი 2-0

ქალები. ნახევარფინალი

ყვარელი – მამული 2-0, პეგასი – ქარიშხალა 2-0

ფინალი. 1/2 ადგილები. პეგასი-ყვარელი 2-1, 3/4 ქარიშხალა – მამული 2-0

ორი ეტაპის შემდეგ

კაცები: ბათუმი – 150 ქულა, ყვარელი 110, ქუთაისი, სამტრედია 100, გორი 90, რუსთავი 50, იმედი 30, საქართველოს უნივერსიტეტი 10

ქალები. ყვარელი 50 ქულა, პეგასი 40, ქარიშხალა 20, მამული, ფოთი 10

Leave a Reply