07/03/14 ექვსეულისთვის ბრძოლა მწვავე იქნება
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე პირველი ნაწილი დასრულდა. 4-4 მოგებით ლიდერობენ ქარიშხალა და პეგასი.
მესამე ადგილზეა კიდევ ერთი თბილისური გუნდი – იმედი, რომელმაც დღეს 39:30 დაამარცხა თელავი. თელაველები პირველ ტაიმში წინ იყვნენ და სადღაც 45-ე წუთამდე უწევდნენ წინააღმდეგობას მეტოქეს. ანგარიში 26:26 იყო, როდესაც იმედმა საფინალო სპურტი წამოიწყო და მეტოქე გატეხა – 39:30. პეგასმა იოლად დაამარცხა სამტრედია – 40:24.
რვავე გუნდი მარტის ბოლოს შეიკრიბება და ერთწრიან ტურნირს დაასრულებს, რის შემდეგაც გამოირკვევა უძლიერესი ექვსეული, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას 0 ქულიდან დაიწყებს.
ექვსეულში მოსახვედრად საუკეთესო შანსები აქვთ თბილისის ლიგის პრიზიორებს – ქარიშხალას, პეგასსა და იმედს. ამ სამეულს ერთბაშად 4 გუნდი მიჰყვება – გორი, ფოთი, მამული და ზუგდიდი. შანსები არც დანარჩენებს – სამტრედიას, თელავსა და ყვარელს დაუკარგავთ.
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
მეორე ხუთეული: თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი
7 მარტი, არენა 1
პეგასი – სამტრედია 40:24
პეგასი: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 9, კაჭკაჭაშვილი 7,ზარნაძე 6, გოგავა 5, ნაზღაიძე 5, გაწერელია 5, მაისურაძე 1, ვიბლიანი 1, კალანდაძე 1, ხვადაგიანი, ბაბუციძე, ალბუთაშვილი, მამაგეიშვილი
სამტრედია: გაგუა, გოგიშვილი – ცხვარაძე 6, ანტონოვიჩი 6, ბოცვაძე 6, ჯორბენაძე 6, ხვიჩია, ზურაბიანი, ქავზინაძე, ძნელაძე
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
იმედი – თელავი 39:30
იმედი: ხორავა, როკაშვილი – რუსტამოვი 9, მღებრიშვილი 8, ბაინაზაშვილი 7, მიქავა 6, დვალიძე 5, საზაგლიშვილი 2, თურქაძე 1, ჰუსეინოვი 1, მელაშვილი, ჯაბანაშვილი
თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 14, კაიშაური 4, გიგაური 4, ბაჩიაშვილი 3, აღვინოვი 2, საღირაშვილი 2, ყორიაული 1, ხანჯალიაშვილი
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
საერთო ცხრილი
ქარიშხალა 8 (+52)
პეგასი 8 (+39)
იმედი 6 (+18)
გორი 4 (+20)
ზუგდიდი 4 (-12)
ფოთი 4 (-15)
მამული 4 (-16)
სამტრედია 2 (-20)
თელავი 0 (-25)
ყვარელი 0 (-41)
საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.