06/03/14 ზუგდიდმა 2 მოგებით დაასრულა
საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის მორიგი ორი მატჩი გაიმართა. ლიდერი, პეგასი მეოთხე დღეს ისვენებდა.
იმედისა და სამტრედიის მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თბილისელებმა მხოლოდ 1 ბურთით მოიგეს თამაშის ნახევარი (16:15), მაგრამ შესვენების შემდეგ სწრაფად დაიწყეს უპირატესობის ზრდა – საბოლოოდ, 33:25.
ტური პირველმა დაასრულა ზუგდიდმა. თბილისურ გუნდებთან 2 მარცხის შემდეგ მწვრთნელ ნელი ფარცვანიას გუნდმა ჯერ სამტრედიას მოუგო, დღეს კი – თელავს – 34:30. ზუგდიდს 4 ქულა აქვს და მარტის ბოლოს, როდესაც საერთო ტური გაიმართება, უთუოდ იბრძოლებს საფინალო ექვსეულში გასასვლელად. ჯერჯერობით სამივე მატჩი წააგეს თელაველებმა.
პარასკევს სპორტკომპლექს არენაში ტური დასრულდება.
ფოტო: ზუგდიდი – თელავი
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
მეორე ხუთეული: თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი
6 მარტი
სამტრედია – იმედი 25:33
სამტრედია: გაგუა, გოგიშვილი – ცხვარაძე 11, ანტონოვიჩი 5, ბოცვაძე 5, ჯორბენაძე 2, ხვიჩია 1, ზურაბიანი 1, ქავზინაძე, ძნელაძე
იმედი: ხორავა, როკაშვილი – რუსტამოვი 10, იობაშვილი 9, მღებრიშვილი 4, ჰუსეინოვი 4, ბაინაზაშვილი 4, მელაშვილი 1, მიქავა 1, ჯაბანაშვილი, დვალიძე, საძაგლიშვილი, თურქაძე
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
ზუგდიდი – თელავი 34:30
ზუგდიდი: ხასია – ესართია 11, გრიგოლია 7, ბულია 7, ხურციძე 6, ძაძამია 2, კუკავა 1, ეხვაია, თოდუა, კვარაცხელია
თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 14, კაიშაური 5, აღვინოვი 4, ყორიაული 3, გიგაური 3, საღირაშვილი 1, ხანჯალიაშვილი, ბაჩიაშვილი
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
პეგასი 6 ქულა (3 თამაშიდან), იმედი 4 (3), ზუგდიდი 4 (4), სამტრედია 2 (3), თელავი 0 (4),
7 მარტი
16:00 პეგასი – სამტრედია
17:30 იმედი – თელავი
თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=broadcast
პირველი ხუთეული: ქარიშხალა 8 ქულა, გორი 4, ფოთი 4, მამული 4, ყვარელი 0
საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.