09/03/14 დასავლეთის ოთხეული იწყებს, რაშიჩი აკვირდება

ორშაბათს სენაკში განახლდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. თამაშობს დასავლეთის ოთხეული – ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი და ჭაბუკთა ნაკრები.

ამ დროისთვის უკვე განვლილია შეჯიბრების ნახევარზე მეტი – რვავე გუნდმა 21-დან 11 თამაში უკვე გამართა. სენაკის ტურის დასრულების შემდეგ საქმეში ჩაერთვება აღმოსავლეთის ოთხი გუნდი – სტუ, პეგაში, იმედი და თელავი, რის შემდეგაც მეორე წრე დასრულდება, საქართველოს ჩემპიონი კი მაისში, სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

სენაკში იმყოფება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის კანდიდატებს შეარჩევს და მათთან ჩემპიონატის მატჩებსშუა შუალედში საწვრთნელ სესიებსაც გამართავს.

სერბი მწვრთნელი მონაწილეობს ყველა ასაკობრივი ნაკრების მზადებაშიც. უახლესი ტურნირი ჩვენს ოცწლამდელთა გუნდს უწევს. აპრილის დასაწყისში ისინი ესპანეთში ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ესპანეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს გუნდების წინააღმდეგ. ფინალურ ტურნირზე 2 გუნდი გადის.

საქართველოს ჩემპიონატი.

მეორე წრე. დასავლეთის ოთხეული

სენაკი, 10-12 მარტი

10 მარტი

15:00 სამტრედია – ბათუმი

16:30 ჭაბუკთა ნაკრები – ქუთაისი

11 მარტი

15:00 ბათუმი – ჭაბუკთა ნაკრები

16:30 ქუთაისი – სამტრედია

12 მარტი

14:00 ქუთაისი – ბათუმი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები – სამტრედია

მდგომარეობა (, , , , , )

სტუ————-11-11-0-0-383254-22

ბათუმი———11–9-0-2-457344-18

სამტრედია—–11–6-0-5-404387-12

იმედი———–11–6-0-5-335364-12

პეგასი———--11–4-2-5-357380-10

თელავი———11–2-1-8-289329–5

ქუთაისი——–11–2-1-8-311411–5

ჭაბუკები——--11–1-2-8-305372–4

ბათუმი

16. გიორგი სამყურაშვილი – 4. იგორ ვინოგრადსკი 5. გურამ გოგიჩაიშვილი 6. რეზო ჭანტურია 7. გიორგი ქავთარაძე 8. ლექსო წიტაიშვილი 9. ივანე ქარდავა 10. უჩა გამზარდია 11. გიორგი წივწივაძე 13. ირაკლი ნარსია 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 15. ჯუმბერ ხუნჯუა 18. უჩა მაისურაძე 22. აკაკი ყაველაშვილი 39. მეთოდე ჭელიძე – მწ. მერაბ ჭანტურია

სამტრედია

1. ალექსანდრე ხონელიძე 12. გიორგი გაგუა – 2. ვაჟა ხვიჩია 3. ჯაბა ხაჟომია 4. ლაშა ცხვარაძე 5. ირაკლი ავალიანი 6. სპარტაკ ელგანდაშვილი 7. გოგიტა ნიკურაძე 8. ვეფხია ზურაბიანი 9. ირაკლი თევზაძე 10.ლექსო წითელიშვილი 11. გელა ჟვანია 13. გიორგი ღაღანიძე 14. თორნიკე გაგლოშვილი 17. ჭოლა ბოცვაძე – მწ. გოგი ხელისუფალი

ქუთაისი

1.შოთა შეყრილაძე 12. ჯუმბერ გულეიშვილი – 2. გიორგი ახალბედაშვილი 3. მირიან ჩიხლაძე 4. გიორგი ლომიძე 5. კარლო მათნაძე 6. გიორგი ახალაძე 7. თამაზ ტარუაშვილი 9. გიორგი მერკვილაძე 10. ვლადიმერ ძნელაძე 11. ჯუმბერ ჯუღელი 13. გაგა ბახტურიძე 14. უჩა კობახიძე 15. ბექა ტუღუში – მწ. გრიგოლ თავხელიძე

ჭაბუკთა ნაკრები

1.სანდრო ხანდოლიშვილი 16. გიორგი ხარაიშვილი – 3. ზაალ ზაალიშვილი 4. ზურაბ გოგავა 6. გიორგი დოლმაზაშვილი 7. ლევან მამულაშვილი 8. მიხეილ ნაზღაიძე 9. გიგა ბაინაზაშვილი 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. ლუკა გაწერელია 15. ზეზვა იობაშვილი 17. ნოდარ მაისურაძე – მწ. დიმიტრი აბესაძე

 

Leave a Reply