07/02/14 დიუნკერკი გავარდა, ყატარი აზიის ჩემპიონია
ხუთშაბათს ერთი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო აზიაში გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონატის პრიზიორები და, შესაბამისად, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები.
ლიგაზე პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა ფრანგულმა დიუნკერკმა, ვინც პოლონეთში 25:32 დამარცხდა პლოცკის ვისლასთან. ამ ჯგუფში მერვედფინალში უკვე გავიდნენ გერმანიის კილი და დანიის კოლდინგი, 2 საგზურისთვის კი ორი პოლონური გუნდი, ვისლა და კელცე, ასევე პორტუ იბრძვიან. დღეს პორტუ კელცეს მასპინძლობს და თუ დამარცხდა, ამ ჯგუფიდან ოთხივე მერვედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. დღესვე ქალთა ტურნირზე შარშანდელი ფინალის რემატჩი გაიმართება – ნორვეგიის ლარვიკი უმასპინძლებს მოქმედ ჩემპიონ დიორი ეტოს.
ევროთასებზე ერთადერთი ქართველი ხელბურთელის გუნდია დარჩენილი. 9 თებერვალს რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცას (მაკედონია) ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩი აქვს ფრანგულ მონპელიესთან, სადაც თამაშობს ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ორი გამარჯვებული – მიქაელ გიგუ და ვილიამ აკამბრეი.
ბაჰრეინში კი დასრულდა აზიის ჩემპიონატი. მასპინძლები ფინალში დამარცხდნენ ყატართან – 27:26, რომელიც პირველად გახდა აზიის ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის ირანმა მოუგო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ოთხივე გუნდი ითამაშებს 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონტზე, ყატარი – როგორც მასპინძელი, დანარჩენებმა კი საგზურები მოიპოვეს. ირანი და ემირატები პირველად იასპარეზებენ მსოფლიო პირველობაზე. ფიასკო განიცადეს აზიის ცხრაგზის ჩემპიონმა კორეამ და რეგიონის კიდევ ერთმა ლიდერმა, იაპონიამ.
ამგვარად, უკვე ცნობილია მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 11 მონაწილე: ესპანეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ყატარი (მასპინძელი), საფრანგეთი, დანია, ხორვატია (ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები), ალჟირი, ტუნირი, ეგვიპტე (აფრიკის ჩემპიონატის პრიზიორები), ბაჰრეინი,ირანი, ემირატები (აზიის ნახევარფინალისტები). კიდევ ცხრა მონაწილეს გამოავლენს ევროპის პლეიოფი, სამს – ამერიკის ჩემპიონატი, ხოლო ერთს – ოკეანიის პირველობა.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
8 ტური. 5-9 იანვარი
A ჯგუფი
8 თებ, 16:00 სტ. პეტერბურგი (რუს) – ცელიე ლაშკო (სლნ)
8 თებ, 21:00. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)
9 თებ, 22:00. რეინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვესპრემი (უნგ)
ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0
B ჯგუფი
6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – დიუნკერკი (საფ) 32:25
7 თებ, 24:30. პორტუ (პორ) – ტარგი კელცე (პოლ)
9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) – კილი (გერ)
კილი 12, კოლდინგი 10, კელცე 8, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2
C ჯგუფი
8 თებ, 19:30. ვაკერ თიუნი (შვც) – ბარსელონა (ესპ)
8 თებ, 21:00. პსჟ (საფ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ)
9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ)
ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1
D ჯგუფი
5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) – ჰამბურგი (გერ) 29:36
5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – ოლბორგი (დან) 25:23
8 თებ, 20:00. ფლენზბურგი (გერ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ)
ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი
1 ჯგუფი
8 თებ, 18:00. ტიურინგერი (გერ)- მიდტიულანდი (დან)
9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ)
ვარდარი, მიდტიულანდი 2 / სევეჰოფი, ტიურინგერი 0
2 ჯგუფი
7 თებ, 23:00. ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ)
9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმ მერკატორი (სლნ)
კრიმი 2, დიორი, ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0
ნახევარფინალში გადის 2 გუნდი