gnhf-rrr

06/02/14 თასის მფლობელმა სლოვენიაში მოიგო

ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლდა ხელბურთელ კაცთა ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოა 3 ტური, რის შემდეგაც გამოვლინდება 16 მერვედფინალისტი. სადღეისოდ პლეიოფის 7 მონაწილეა ცნობილი.

გუშნ ორი მნიშვნელოვანი თამაში გაიმართა D ჯგუფში. ჩემპიონთა თასის მფლობელმა, ჰამბურგმა სტუმრად დიდი უპირატესობით დაამარცხა სლოვენიის გორენიე – 36:29. ესპანურ ლოგრონიოს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა დანიის ოლბორგთან და მოიგო კიდეც – 25:23. ამ ჯგუფში მერვედფინალში გასვლა განაღდებული აქვთ ჰამბურგსა და მეორე გერმანულ კლუბს, ფლენზბურგს, ხოლო დანარჩენი ორი ადგილისთვის იბრძვიან ოლბორგი, გორენიე და ლოგრონიო.

დღეს ლიგაში ერთადერთი მატჩია – B ჯგუფში პლოცკის ვისლა უმასპინძლებს ფრანფულ დიუნკერკს.

ფოტო: ლოგრონიო – ოლბორგი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ, 16:00 სტ. პეტერბურგი (რუს)ცელიე ლაშკო (სლნ)

8 თებ, 21:00. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

6 თებ, 23:00. ვისლა პლოცკი (პოლ)დიუნკერკი (საფ)

7 თებ, 24:30. პორტუ (პორ) ტარგი კილცე (პოლ)

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან)კილი (გერ)

კილი 12, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ, 19:30. ვაკერ თიუნი (შვც)ბარსელონა (ესპ)

8 თებ, 21:00. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ)

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ)ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ)ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ, 20:00. ფლენზბურგი (გერ) დროტ ჰალმსტადი (შვდ)

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

Leave a Reply