06/09/14 გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ოლიმპიურ, გოგონათა ნაკრებს, რომელიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, გაისად ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციის თამაშიც მოუწევს.

მონაწილეთა ვინაობა და განთესვა უკვე ცნობილია. 33 ქვეყანა, ძალის მიხედვით, განაწილებულია 5 კალათში. წილისყრა 19 ნოემბერს გაიმართება დუბლინში.

პირველი კალათი: შვედეთი, რუსეთი, დანია, პორტუგალია, მონტენეგრო, რუმინეთი, ნორვეგია, ხორვატია, უნგრეთი

მეორე: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი

მესამე: სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, ლიტვა, იტალია, ისლანდია, საბერძნეთი, ბელარუსი, ავსრია

მეოთხე: ფინეთი, ლატვია, შვეიცარია

მეხუთე: ფარერები, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, უკრაინა

შეიქმნება 9 ჯგუფი. პირველ ექვს ჯგუფში იქნება 4-4 გუნდი და ფინალურ ეტაპზე 2 ქვეყანა გავა, ხოლო 7-9 ჯგუფში 3-3 ქვეყანა მოხვდება და თითო საგზურს გაითამაშებს. კვალიფიცირებულ 15 ქვეყანას დაემატება ფინალური ეტაპის მასპინძელი, მაკედონია.

უვე ცნობილია, რომ მეხუთე კალათის გუნდები განაწილდებიან 2-6 ჯგუფებში, საიდანაც ფინალში 2 გამარჯვებული გადის. საკვალიფიკაციო ტურნირის ვადებია 2015 წლის 20-22 მარტი. მასპინძლობის პრიორიტეტი პირველ კალათში განთესილ ქვეყნებს აქვთ.

ფინალური ტურნირი გაიმართება 13-23 აგვისტოს მაკედონიაში. იქამდე, 26-31 ივლისს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირია. ორივე ამ შეჯიბრებაში 1998-99 წლებში დაბადებულები ითამაშებენ.

საქართველოს ნებისმიერი ასაკის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში უკანასკნელად 2002 წელს მონაწილეობდა.

Leave a Reply