03/09/14 ერაყი მესამე ცდიდან დავამარცხეთ

საქართველოს ოლიმპიურმა, თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა მესამე ამხანაგურ მატჩში 23:22 დაამარცხა ერაყის ეროვნული გუნდი, რომელიც თბილისში შეკრებაზე იმყოფება. ეს იყო ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, პირველი ორი სტუმრებმა მოიგეს – 30:28 და 33:22.

მწვრთნელებს, გორგი ქობელაშვილსა და გიორგი გვაზავას, როგორც იქნა, მიეცათ ძირითადთან მოახლოებული შემადგენლობის გამოყვანის საშუალება და ამან შედეგი გამოიღო. 12 გოლით საუკეთესო იყო მარცხენა შუამარბი ირაკლი კბილაშვილი, ვისაც პირველ ორ მატჩში არ უთამაშია.

აღსანიშნავია ასევე მეკარე სანდრო ხანდოლიშვილის საიმედოობა, რამაც დიდად განაპირობა საბოლოო შედეგი. პირველი ტაიმი ერაყელებმა 12:10 მოიგეს.

ამხანაგური მატჩი

საქართველო (16წ) – ერაყი 23:22

3 სექტემბერი, გლდანი, ცერცვაძის აკადემია

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 12, ბულბულაშვილი 3, რუსტამოვი 3, იობაშვილი 2, ზაალიშვილი 2, არსენაშვილი 1, დოლმაზაშვილი, ბიბილეიშვილი 2, ფერაძე, გაწერელია, ზარნაძე, მაისურაძე, ლ. მამულაშვილი

მსაჯები: ამირან კომახიძე, ზაზა სამადაშვილი

Leave a Reply