02/09/14 საქართველოს ჩემპიონები ყვარელი და ქორები გახდნენ

ბათუმში დასრულდება საქართველოს ჩემპიონატის მესამე, დასკვნითი ეტაპი ქვიშის ხელბურთში. შეჯიბრება ბათუმობა-2014-ის პროგრამაში შედიოდა და კარგად იყო ორგანიზებული მასპინძელთა მხრიდან.

ბოლო დღეს, ფინალურ მატჩში ქორებმა ორივე სეტი მოუგო გორის გუნდს, ბათუმობის მთავარი პრიზიც მოიპოვა და, რახან სამივე ეტაპი ამ გუნდმა მოიგო, ცხადია, საქართველოს ჩემპიონიც ის გახდა. მიხეულ კაპანაძის გუნდში თამაშობდნენ: ზურაბ სიმონია, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, მეთოდე ჭელიძე, გიორგი სურმავა, პაატა აბულაძე, ზურაბ ცინცაძე, შალვა სტურუა და მოთამაშე მწვრთნელი ლევან გელაშვილი.

ქალებში როგორც ბათუმის ტურნირის გამარჯვებული, ასევე საქართველოს ჩემპიონი გახდა ყვარლელი გოგონების გუნდი. ამავე დღეს ბათუმში დასრულდა ქვიშის ხელბურთის სემინარი, რომლის მონაწილე ქართველმა მწვრთნელებმა სერთიფიკატები მიიღეს თურქი ექსპერტებისგან.

ქვიშის ხელბურთი, საქართველოს ჩემპიონატი 2014

მესამე ეტაპი. ბათუმობა. 31 აგვისტო-2 სექტემბერი

კაცები. 1. ქორები 2. გორი 3. ფოთი 4. ყვარელი 5. ბათუმი-1 6. ქუთაისი 7. ბათუმი-2

ქალები. 1. ყვარელი 2. ფოთი

მეორე ეტაპი. ურეკი, 19-20 ივლისი

კაცები: 1. ქორები 2. ლაგუნა 3. ყვარელი 4. ბათუმი 5. ფოთი 6. გორი 7. ქუთაისი

ქალები. 1. ყვარელი 2. ფოთი 3. წყალტუბო

პირველი ეტაპი. კუს ტბა,10-11 ივნისი

კაცები: 1. ქორები 2. ლაგუნა 3. გორი 4. პეგასი 5. ყვარელი 6. რუსთავი

ქალები: 1. პეგასი 2. მამული 3. ყვარელი

საბოლოო ჩათვლა

კაცები: ქორები 200 ქულა, გორი 120, ყვარელი, ლაგუნა 110, ფოთი 80, ბათუმი 70, ქუთაისი 30

ქალები: ყვარელი – 60 ქულა, ფოთი 30

(საბოლოო ჩათვლაში მოსახვედრად აუცილებელი იყო მინიმუმ ორი ტურნირის თამაში)

ფოტო: საქართველოს ჩემპიონი, თბილისის ქორები

 

Leave a Reply