01/12/13 ჭანტურიას სტრუმიცა შემდეგ წრეში გავიდა

ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე მაკედონიის ზომიმაკ-სტრუმიცამ საპასუხო მატჩში 33:24 დაამარცხა დანიის ორჰუსი და მეოთხე წრეში გავიდა.

პირველი თამაში მაკედონიელებს 26:29 ჰქონდათ წაგებული. სტრუმიცას მარჯვენა გარემარბმა რევაზ ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა და ამ სეზონის ოთხ თამაშში ფედერაციის თასზე 17 გოლი დაუგროვდა. დღეს ყველაზე შედეგიანი იყო მაკედონიელი რადოსლავ სტოიანოვიჩი – 13 გოლი.

შეჯიბრებას გამოეთიშა შტიინცა ბაკეუ. რუმინელებს სტუმრად 25:40 ჰქოდათ წაგებული შვედეთის კრისტიანსტადთან, მაგრამ მეორე მატში მაქსიმუმ შვიდგოლიან სხვაობას მიაღწიეს, საბოლოოდ კი მხოლოდ ოთხით მოიგეს – 27:23. შოთა თევზაძე რუმინული კლუბის კარს მეორე ტაიმში იცავდა, ვლადიმერ რუსია კი თამაშის უმეტეს დროს მოედანზე იყო, მაგრამ გოლი ბურთი არ გაუტანია. რუსიამ შეჯიბრება 4 გოლით დაასრულა. რუმინელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო ბრაზილიელი და სილვა – 10 გოლი.

სანამ ბაკეუ ევროთასებზე გამოდიოდა, კიდევ ერთი ქართველის კლუბმა, ტიმოშოარას პოლიტექნიკამ რუმინეთის ჩემპიონატზე ითამაშა. ირაკლი ჩიქოვანი ზედიზედ მესამედ გახდა პოლიტექნიკას საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით, მაგრამ კლუბი ზედიზედ მესამედ დამარცხდა – შინ, 25:28, პანდურისთან.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა 5 მატჩი. ვარდარ სკოპიესთან გამარჯვების სემდეგ მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა ბარსელონამ. მეშვიდე ტური ხვალ დასრულდება 4 მატჩით, რის შემდეგაც თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება.

ფოტო: რეზო ჭანტურია (23)

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

ვესპრემი (უნგ) სტ. პეტერბურგი (რუს) 29:20

ცელიე ლაშკო (სლნ) ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) 26:20

ვესპრემი 14 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

პორტუ (პორ)კოლდინგი (დან) 27:24

დიუნკერკი (საფ) ტარგი კილცე (პოლ) 30:25

1 დეკ, 17:30 კილი (გერ) ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30:23

1 დეკ, 18:00 დინამო მინსკი (ბლრ) პსჟ (საფ)

1 დეკ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 13, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ)გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ)ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

1 დეკ, 19:00 ოლბორგი (დან) ფლენზბურგი (გერ)

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

Leave a Reply