01/12/13 ჩემპიონთა ლიგაში შესვენება გამოცხადდა

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მეშვიდე ტური და გამოცხადდა შესვენება თებერვლამდე.

16-დან 7 მერვედფინალისტი უკვე ცნობილია. მათ შორის 4 გერმანული კლუბია – თასის მფლობელი ჰამბურგი, კილი, ფლენზბურგი და ლიოვენი, ასევე უნგრეთის ვესპრემი, ესპანეთის ბარსელონა და დანიის კოლდინგი.

მიზანი თითქმის მიღწეული აქვს პარი-სენ ჟერმენსაც, ვინც მინსკში ტრავმიებული ლიდერის, მიკელ ჰანსენის გარეშეც მოუგო დინამოს – 35:29. პარიზელმა მლადენ ბოიინოვიჩმა 10 გოლი გაიტანა. ამავე ჯგუფში ფრედ დასრულდა მაკედონიის მეტალურგისა და თიუნის მატჩი – 24:24. შვეიცარიელებმა პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგაში.

დანიურმა ოლბორგმა შინ 26:27 წააგო გერმანიის ფლენზბურგთან, რომელმაც პლეიოფის საგზური გაინაღდა, ხოლო გერმანულმა კილმა 9000 მაყურებლის თვალწინ, შინ დაამარცხა პოლონეთის ვისლა – 34:25.

მერვე ტური გაიმართება 5 თებერვალს, ხოლო ჯგუფური ტურნირი დასრულდება 23 თებერვალს. იქამდე კი სანაკრებო სეზონია. 6 დეკემბერს სერბეთში იწყება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 12 იანვარს , დანიაში – კაცების ევროპის პირველობა,

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

ვესპრემი (უნგ) სტ. პეტერბურგი (რუს) 29:20

ცელიე ლაშკო (სლნ) ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) 26:20

ვესპრემი 14 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

პორტუ (პორ)კოლდინგი (დან) 27:24

დიუნკერკი (საფ) ტარგი კილცე (პოლ) 30:25

კილი (გერ) ვისლა პლოცკი (პოლ) 34:25

კილი 12, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30:23

დინამო მინსკი (ბლრ) პსჟ (საფ) 29:35

მეტალურგ სკოპიე (მკდ) ვაკერ თიუნი (შვც) 24:24

ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ)გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ)ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

ოლბორგი (დან) ფლენზბურგი (გერ) 26:27

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

Leave a Reply