EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

01/03/15 ფინალური ოთხეული გამოიკვეთა

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე 17 მარტამდე შესვენებაა. ქუთაისის სპორტის სასახლეში მეცხრე ტურის 4 მატჩი გაიმართა, რის შემდეგაც ფინალური ოთხეულისთვის მებრძოლთა ვინაობა გამოიკვეთა.

ლიდერობას უდანაკარგოდ განაგრძობს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც 36-23 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი. ბათუმმა იოლად მოუგო ქარიშხალას (44-22), ხოლო სამტრედიამ – იმედს, 45-18.

ყველაზე დაძაბული თამაში ქუთაისსა და პეგასს შორის იყო მოსალოდნელი. თბილისელები ოთხეულში გასასვლელად იბრძვიან, მაგრამ დღეს მასპინძლებმა შედარებით იოლად მოიგეს. თანაბარი თამაში მხოლოდ 15 წუთი იყო, ხოლო მეოცისთვის ქუთაისი უკვე 6 ბურთით წინ იყო და ტაიმი 15-8 მოიგო, თამაში კი – 30-20. ყველაზე შედეგიანი იყო ჭაბუკთა ნაკრების უკანახაზელი ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც თავისი 15 გოლიდან 7 შვიდმეტრიანით გაიტანა.

შედეგად, ქუთაისში გამართული ორი ტურის განმავლობაში პირველ ადგილზე მყოფმა ოთხმა კლუბმა (სტუ, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი) ორ-ორჯერ დაამარცხა ქვედა ოთხეულის გუნდები და უპირატესობა გაზარდა. თუმცა, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია და პეგასი და ქარიშხალა შანსებს ინარჩუნებენ.

ჩემპიონატი ბათუმში გაგრძელდება 17 და 18 მარტს, ხოლო იქამდე სახელბურთო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიური იქნება. გაიმართება რეგიონალური პირველობები უმცროსი ასაკის ჭაბუკთა გუნდებს შორის, ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები გაემგზავრება ტურნეზე სლოვენიაში, ხოლო გოგონათა გუნდი – თურქეთში.

ამ ყველაფერს დააგვირგვინებს კიდევ ერთი, ამჯერად საერთაშორისო შეჯიბრება ქუთაისის სპორტის სასახლეში. 20-22 მარტს აქ გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა შორის, სადაც ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა და საქართველო ფინალის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

ქუთაისის სპორტის სასახლე. 1 მარტი, 9 ტური

ბათუმი – ქარიშხალა 42-22

ბათ: ცერცვაძე – გრიშიკაშვილი 9, სურმავა 6, გოგალაძე 5, ამირანაშვილი 3, გამზარდია 3, აბრამიშვილი 3, ქავთარაძე 3, რ. ჭანტურია 3, ქარდავა 2, ვინოგრადსკი 2, ვარშანიძე 2, ჯორბენაძე 1, ბერძენიშვილი, გოგიჩაიშვილი – მწვ. მ. ჭანტურია

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 8, ლ. მამულაშვილი 5, ბენდელიანი 5, არსენაშვილი 2, სხვიტარიძე 1, შევჩენკო 1, ფერაძე, კორაშვილი, დოლმაზაშვილი, ჭინჭარაძე, კვირკველია, ქურასბედიანი – მწვ. გ. ქობელაშვილი

იმედი – სამტრედია 18-45

იმ: ხარაიშვილი 1, ლორია, ლილუაშვილი – ჰუსეინოვი 5, რუსტამოვი 3, ყორიაული 2, მიქავა 2, ჩიკვილაძე 2, ზაალიშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, გოგუა 1, ზ. იობაშვილი, თურქაძე, ბაზანოვი, გოზალოვი, მღებრიშვილი, მელაშვილი – მწვ. ზ. სამადაშვილი

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – ხაჟომია 15, ნიკურაძე 7, ზურაბიანი 6, გ. კობახიძე 5, თევზაძე 4, გ. იობაშვილი 2, წივწივაძე 2, სიხარულიძე 2, ი. ნარსია 1, ღაღანიძე 1, ელგანდაშვილი, ანტონოვიჩი, გეგია – მწვ. გ. ხელისუფალი

სტუ – ფოთი 36-23

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – სტურუა 9, ბეჟანიშვილი 9, ი. სამიტაშვილი 5, მაისაშვილი 5, ჭელიძე 3, ჩაკვეტაძე 3, გოგოლაძე 1, აბაშიძე 1, გვაზავა, მ. კობახიძე, ოსიყმაშვილი – მწვ. ი. კეკელიძე

ფოთ: გ. ჭანტურია, ზარგინავა – ბიბილეიშვილი 8, მიქაძე 7, ბაჯალაძე 4, ჟვანია 3, ხუნჯუა 1, ალანია, ზარქუა, ნემსაია, ბერაია – მწვ. თ. ჭანტურია

ქუთაისი – პეგასი 30-20

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – კბილაშვილი 15, მათნაძე 5, ჩიხლაძე 3, კვერნაძე 3, უ. მაისურაძე 3, ჯუღელი 1, მერკვილაძე, ყაველაშვილი, ქუთათელაძე, უ. კობახიძე, მამასახლისი, ტუღუში – მწვ. ა. ბოყოჩაძე

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – აბჟანდაძე 6, კოხრეიძე 4, გაწერელია 3, ცხვარაშვილი 2, ლეჟავა 2, ზარნაძე 2, ბაძაღუა 1, გიორგაძე, დიხამინჯია, ნ. მაისურაძე, გელაშვილი, სახვაძე, პეტრიაშვილი – მწვ. ტ. კალანდაძე

მდგომარეობათ–მ–ფ–წ——ბ——ქ

სტუ————–9—9—0—0–318-246-18

ქუთაისი———97—0—2–290-246-14

სამტრედია——9—6—1—2–321-252-13

ბათუმი———-96—0—3–312-245-12

———————————————–

პეგასი————9—3—1—5–248-246–7

ქარიშხალა——-9—3—0–6–260-297–6

ფოთი————-9—0—1–8–255-358–1

იმედი————9—0—1—8–210-324–1

10, 11 ტური – 17-18 მარტი, ბათუმი

12, 13, 14 ტური – 1-3 აპრილი, თბილისი

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

Leave a Reply