EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

02/03/15 ჩემპიონი მეორედაც დამარცხდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მთავარ რაუნდში დარჩენილია 2 ტური, გამოვლენილია რვიდან 4 მეოთხედფინალისტი. ტურის მთავარ მატჩში ნორვეგიის ლარვიკმა მეორედ დაამარცხა ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონი უნგრეთის დიორი ეტო – 21-19 და ჯგუფში პირველობა გაინაღდა.

დიორს სერიოზული პრობლემები აქვს და სეზონის ბოლომდე არ ეყოლება ორი ლიდერი, ანიტა გორბიცი და 2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელი, ედუარდა ამორიმი, თუმცა, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა და მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვს, ხოლო მეოთხედფინალიც თუ დაძლია, ოთხთა ფინალი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში, ლასლო პაპის არენაზე მოუწევს. ამ ჯგუფში დანარჩენი ორი საგზურისთვის იბრძვის სამი გუნდი – გერმანიის ტიურინგერი და ლაიპციგი და მაკედონიის ვარდარი.

მეორე ჯგუფში პირველობა გაინაღდა შარშანდელმა ფინალისტმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა, ვინც შინ დაამარცხა ვოლგოგრადის დინამო – 26-18. დინამოსაც განაღდებული აქვს მეოთხედფინალში თამაში, ხოლო ვიბორგი, ბაია მარე, მეცი და სავეჰოფი ბოლო ორ ტურში ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

ჯგუფური რაუნდი მომდევნო ორ შაბათ-კვირას დასრულდება, მეოთხედფინალები 3-5 და 10-12 აპრილსაა, ხოლო ოთხთა ფინალი – 9-10 მაისს ბუდაპეშტში.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი

8 ტური, 28 თებერვალი-1 მარტი

A ჯგუფი

ვარდარი (მკდ) – ლაიფციგი (გერ) 26-20

ტიურინგერი (გერ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 33-21

ბუდუჩნოსტი (მნტ) – დინამო ვოლგოგრადი (რუს) 26-18

ბუდუჩნოსტი 15, ვოლგოგრადი 10, ტიურინგერი 8, ვარდარი 7 / ლაიპციგი 6, კრიმი 2

B ჯგუფი

ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 21-19

ბაია მარე (რუმ) – სავეჰოფი (უნგ) 34-24

მეცი (საფ) – ვიბორგი (დან) 23-24

ლარვიკი 16, დიორი 12, ვიბორგი 7, ბაია მარე 6 / მეცი 4 სავეჰოფი 3

ფოტო:ლარვიკი-დიორი

 

Leave a Reply