01/03/15 კარაბატიჩი და ამორიმი წლის ხელბურთელები გახდნენ

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, 2014 წლის საუკეთესო ხელბურთელები გახდნენ ფრანგი ნიკოლა კარაბატიჩი და ბრაზილიელი ედუარდა ამორიმი.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 35 000 ჟურნალისტი და ხელბურთის მოყვარული. კაცებს შორის საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ გამთამაშებელმა ხმების 33.7% მიიღო და აჯობა დანიელ მიქელ ჰანსენს (21%) და საფრანგეთის ნაკრების მეკარესა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს, ტიერი ომაიერს (19%).

33 წლის კარაბატიჩი საუკეთესო ხელბურთელი მეორედ გახდა 2007 წლის შემდეგ. 2014 წელს ის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მოიპოვა, კლუბთან ერთად კი ესპანეთის ჩემპიონობას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა.

ბრაზილიის ნაკრებისა და უნგრეთის „დიორი ეტოს“ უკანახაზელი ედუარდა ამორიმი 29 წლისაა და მეორე ბრაზილიელია, ვინც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდა ალექსანდრა დუ ნაშიმენტუს შემდეგ (2012). ამორიმი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა, ხოლო 2014 წელს მისი მთავარი მიღწევა უნგრულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება იყო.

ამორიმმა ხმების 35.2% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა რუმინელი ქრისტინა ნიაგუ (25.8), მესამეზე – ნორვეგიელი ჰაიდი ლოკე (16.8)

გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდიც, რომლის რჩეულებიც იყვნენ კარაბატიჩი და ლოკე.

2013 წლის საუკეთესო ხელბურთელიები ხორვატი დომაგოი დუვნიაკი და სერბი ანდრეა ლეკიჩი იყვნენ.

 

Leave a Reply