პეგასის რევანში  

თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში ლიდერი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები დამარცხდა პეგასთან, 29-30. ქუთაისმა მოუგო თელავის იმედს, 35-32,  სპორტუნმა – წყალტუბოს 33-26, გორმა – სამტრედიას 39-32. 

ქუთაისი – იმედი-სტუ თელავი 35-32

ქუთაისსა და თელავის იმედს ამ სეზონში თითო მატჩი ჰქონდათ ერთმანეთისთვის მოგებული. პირველ ტაიმში ქუთაისი ორჯერ იყო წინ 3 ბურთით, მაგრამ იმედის მეკარე ცინცაძეს ტაიმის ბოლოსთვის 10 სეივი დაუგროვდა და თამაშიც გათანაბრდა – 16-16. მე-40 წუთისთვის ქუთაისმა 4 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, 24-20. იმედს ძალიან ბევრი ბურთის დაკარგვა ჰქონდა (ჯამში 21), რისი წყალობითაც ქუთაისმა უპირატესობა შვიდამდე გაზარდა და საბოლოოდ 35-32 მოიგო. საუკეთესოები იყვნენ მეკარეები: იმედის ზურაბ ცინცაძე (20 მოგერიება) და კორნელი ანდრიაძე (18), ქუთაისელმა შალვა სტურუამ 13 გოლი გაიტანა, ხოლო ხაზეინ რუსტამოვმა გამთამაშებლის პოზიციაზე წარმატებულად შეცვალა ტრავმირებული უჩა გამზარდია – 6 გოლი, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 3 მოპოვებული შვიდმეტრიანი/ორწუთიანი.  ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ იმედი რეგულარულ სეზონს მეოთხე ადგილზე დაასრულებს და ნახევარფინალში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

სპორტუნი – წყალტუბო 33-26

ამ გუნდების წლევანდელ ურთიერთშეხვედრებშიც 1-1 იყო. მოგებით წყალტუბო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებდა, მაგრამ, თავიდან წინ სპორტუნი იყო, 8-3. ტაიმის მიწურულს ხელაძემ ზედიზედ გატანილი 3 გოლით უკვე წყალტუბო დააწინაურა, 12-11. პირველი ნახევარი ფრედ მორჩა, 13-13, მაგრამ შესვენების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტმა იოლად მოიპოვა უპირატესობა, 33-26 მოიგო, 9 ქულა დააგროვა მეექვსე ადგილი გაინაღდა.

პეგასი – BSB ბათუმი 30-29

ბათუმმა ამ ჩემპიონატში ორჯერ დაამარცხა პეგასი და ახლაც, მეკარე ტორონჯაძის 5 სეივის შემდეგ თავიდანვე დაწინაურდა 4-1. პეგასს არ ჰყავდა ძირითადი ხაზი გრიშიკაშვილი, თუმცა, ბათუმელებიც არ იყვნენ უძლიერესი შემდაგენლობით: აკლდათ დისკვალიფიცირებული ტალახაძე, არ უთამაშია მსხვილიძეს, დასაწყისშივე დაშავდა სიმონია. ამის მიუხედავად, 25-ე წუთზე ბათუმი 15-9 იგებდა და შესვენებაზეც წინ იყო – 17-13. მეორე ნახევარში პეგასმა დევნა წამოიწყო.  ანგარიში პირველად 47-ე წუთზე გაათანაბრა ბაძაღუამ, ხოლო მალე კალანდაძემ, კუხალაშვილმა და ზარნაძემ წინაც გაიყვანეს თბილისელები – 28-25.  გოგოლაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 27-28 და რჩებოდა წუთნახევარი, მაგრამ პეგასის კაპიტანმა ბაძაღუამ ბოლო დარტყმით გამარჯვება გაუნაღდა გუნდს, ბოლო შეტევაში კი შავი ზღვის ბიჭებმა სხვაობა შეამცირა. პეგასმა 30-29 მოიგო.

გორი – სამტრედია 39-32

დღის ბოლო მატჩში  გორმა სეზონში მესამედაც დაამარცხა სამტრედია, 14 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი გაინაღდა.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში მორიგი 4 მატჩია.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცებიუმაღლესი ლიგა

მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე. 2 აპრილი

სტატისტიკაში: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი (მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება)

ქუთაისი – იმედი-სტუ თელავი 35-32

ქუთ: ანდრიაძე 43/18, მაისურაძე 10/2, გულეიშვილი – სტურუა 23/13/4, რუსტამოვი12/6/5, მერკვილაძე 10/6, ხაჟომია 9/6/2, ჯ. იმნაძე 5/3, ბულბულაშვილი 4/1/1, ფერაძე 3/0/4, გამზარდია 0/0/1, კობახიძე, ჯუღელი, ლ. იმნაძე, ლომიძე

თელ: ცინცაძე 52/20, ხიდეშელი  7/4 – ყორიაული 19/8/7, ცისკარიშვილი 11/6/1, გოგალაძე 7/6/2, დოლმაზაშვილი 8/5/2, ბაინაზიშვილი 9/4/4, კორსანტია 4/2/1, დანელიშვილი 1/1, იობაშვილი 3/0/2, გავაშელიშვილი 2/0, ბერაძე, მჭედლური   

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

სპორტუნი – წყალტუბო 33-26

სპ: ხარაიშვილი 43/17/3, კუპატაძე – ერისთავი 10/9/1, ჭელიძე 9/6/4, ჩიკვილაძე 8/5/1, ჩაკვეტაძე 6/4/1, თიგიშვილი 10/4/1, იობაშვილი 6/2/2, ზურაბიანი 4/1/1, ცხვარაშვილი 6/1/3/, აბაშიძე 1/1, გულდედავა 1/0, დელიბაშვილი

წყ: სილაგაძე 52/19/2 – ხელაძე 23/16/7, გველესიანი 10/7/3, ნ. ბაბუნაშვილი 2/2/5, დარსაველიძე 4/1/8, რ. ბაბუნაშვილი 4/0, ქაშიბაძე 2/0, მუკბანიანი, აფხაძე, კოვზირიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

პეგასი – BSB ბათუმი 30-29

პეგ: დიხამინჯია 45/16, გორგოძიანი, დგებუაძე – კალანდაძე 16/12/2, ზარნაძე 10/7/7, ჟვანია 6/4/1, კუხალაშვილი 8/3/3, ბაძაღუა 6/3/1, ნ. კოხრეიძე 2/1/1, გვაზავა, ჭანტურია 0/0/1, ქათამაძე, შუბითიძე, კობახიძე, პატაშური

ბათ: ტორონჯაძე 40/13, ხანდოლიშვილი 5/2, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 11/7/4, გოგოლაძე 7/6, ტიელიძე 14/5/1, გ. კოხრეიძე 6/4, წივწივაძე 3/2/1, თევზაძე 5/2/1, სურმავა 3/2/2, სიმონია 1/1, ბერძენიშვილი 0/0/2, სტოლბოვი, მჟავანაძე , მსხვილიძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

გორი – სამტრედია 39-32

სტატისტიკაში: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი (მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება)

გორ: ვათიაშვილი 52/20 – გაგლოშვილი 17/8/3, მჭედლიშვილი 14/8/2, დალაქიშვილი 14/8/1, ახალბედაშვილი 8/6, ზუბიაშვილი 6/5, ზოზიაშვილი 2/2/1, ტარუაშვილი 2/1, ხუბულური 1/1, ბ. ნიაზაშვილი

სამ: შველიძე 52/14, ფახურიძე 1/0 – ძნელაძე 13/7/5, ხელისუფალი 10/6/1, აფრიდონიძე 8/5/1, თევზაძე 7/4/2, ნადირაძე 5/4/2, ადამია 7/3/1, ხომერიკი 10/3/2, დიდია 1/0/1, ქავზინაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი

2 აპრილის ტურის ვიდეო მიმოხილვა

2 აპრ.
გატ-გაშ  
BSB ბათუმი 19 17 0 2 810-536 34  
პეგასი
19 16 0 3 761-561 32  
ქუთაისი 19 15 0 4 788-563 30  
იმედი სტუ 19 12 0 7 661-570 24  
გორი 19 7 0 12 677-820 14  
სპორტუნი 19 4 1 14 619-811 9  
წყალტუბო 19 2 1 16 469-711 5  
სამტრედია 19 1 2 16 503-716 4  

 

 

 

 

 

 

 

 

 

3 აპრილი

12:00 სპორტუნი – BSB ბათუმი

14:00 ქუთაისი – გორი

16:00 სამტრედია – იმედი-სტუ თელავი

18:00 პეგასი – წყალტუბო

4 აპრილი

12:00 სამტრედია – სპორტუნი

14:00 ქუთაისი – პეგასი

16:00 წყალტუბო – გორი

18:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი

ფინალური ოთხეული. 22-23 მაისი

Leave a Reply