ხვალ ლიდერთა მატჩია  

თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური. 1-4 აპრილს უმაღლესი ლიგის რვავე გუნდი 4-4 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც რეგულარული სეზონი დასრულდება, ხოლო 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს. 

დღის პირველ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა სარეკორდო ანგარიშით, 61-36 დაამარცხა გორის გუნდი და თუ ხვალ პეგასს მოუგებს, ოფიციალურად გაინაღდებს რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულებას. გამარჯვებულებში საუკეთესო იყო მარჯვენა გარემარბი ირაკლი გოგოლაძე, რომლის 16 დარტყმიდან 15 ზუსტი იყო.

ძალიან დაძაბული იყო თელავის იმედისა და წყალტუბოს პრომეთეს მატჩი. ტაიმი თელავმა 13-11 მოიგო, მეორე ნახევარში კი წყალტუბომ რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა ერთამდე და გათანაბრებაც ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ კარგად იდგა კარში იმედის მეკარე ხიდეშელი (7 მოგერიება). კიდევ უფრო კარგი იყო წყალტუბოს მეკარე სილაგაძე, რომელმაც მეტოქის 17 დარტყმა აიღო, მაგრამ დაბოლოება თელავმა უკეთ წარმართა და 25-24 მოიგო.

დასაწყისში ანალოგიური სცენარი ჰქონდა ქუთაისისა და სპორტის უნივერსიტეტის მატჩს. სხვაობა კარგახანს იყო 1-2 ბურთი, ტაიმი ქუთაისმა 21-18 მოიგო, შესვენების შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა, 46-38. ქუთაისის გუნდში ყველაზე მეტი, 11 გოლი ჯაბა ხაჟომიამ გაიტანა, სპორტუნიში – ირაკლი ჩაკვეტაძემ, 13.

დღის ბოლო მატჩში, მეორე ადგილზე მყოფმა პეგასმა 38-22 დაამარცხა სამტრედია და 30 ქულა დააგროვა. 34 აქვს ლიდერს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. ეს ორი გუნდი ხვალ, 16 საათზე ერთმანეთში თამაშობს. სახელბურთო დღე სპორტის სასახლეში 12 საათზე იწყება თელავის იმედისა და ქუთაისის მატჩით. ხვალვე თამაშობენ სპორტუნი – წყალტუბო და გორი – სამტრედია  

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცებიუმაღლესი ლიგა

მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე, 1-4 აპრილი

სტატისტიკაში: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი (მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება)

1 აპრილი. BSB ბათუმი – გორი 61-36

ბათ: ტორონჯაძე 28/10, ხანდოლიშვილი 16/5, ვარშალომიძე 7/0 – გოგოლაძე 16/15/1, კოხრეიძე 14/12/1, აბრამიშვილი 10/8, ტიელიძე 10/6/1, თევზაძე 6/5, სურმავა  5/4, ბერძენიშვილი 5/3/1, წივწივაძე 4/3, მჟავანაძე 3/3, სიმონია 3/2/2, სტოლბოვი

გორ: ჯაფარიძე 70/9 – დალაქიშვილი 23/12/3, ახალბედაშვილი 12/10/4, მჭედლიშვილი 21/9/5, ზუბიაშვილი 17/4/1, ზოზიაშვილი 2/1, ხუბულური 2/0, შემშენოვი 1/0, ბეთლემიშვილი, ბერუაშვილი, ბ. ნიაზაშვილი

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

იმედი-სტუ თელავი – წყალტუბო 25-24

თელ: ცინცაძე 14/3, ხიდეშელი 20/7 – დოლმაზაშვილი 11/6/2, კორსანტია 9/5, ცისკარიშვილი 8/5, ყორიაული 14/4/2, იობაშვილი 6/3/2, გავაშელიშვილი 5/2, ბაინაზიშვილი 1/0/6, დანელიშვილი 0/0/1, ბერაძე, მჭედლური 

წყ: სილაგაძე 42/17 – გველესიანი 12/9/5, დარსაველიძე 9/6/1, ხელაძე 16/4/7, რ. ბაბუნაშვილი 4/3, მუკბანიანი 2/1/2, ქაშიბაძე 3/1/1, ნ. ბაბუნაშვილი 1/0, კოვზირიძე,

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

ქუთაისი – სპორტუნი 46-38

ქუთ: ანდრიაძე 36/10, მაისურაძე 2/1, გულეიშვილი 14/3 – ხაჟომია 13/11/1, გამზარდია 14/10/3,  სტურუა 11/7/3, რუსტამოვი 11/6, ბულბულაშვილი 8/6/1, მერკვილაძე 4/3, ლ. იმნაძე 3/2, ჯ. იმნაძე 2/1, ფერაძე 1/0, კობახიძე, ჯუღელი, ლომიძე

სპ: ხარაიშვილი 58/12 – ჩაკვეტაძე 14/13/2, ცხვარაშვილი 14/8/1, ჭელიძე 8/6/6, ერისთავი 6/5/2, ზურაბიანი 9/3/3, დელიბაშვილი 2/2/3, ჩიკვილაძე 1/1/2

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

პეგასი – სამტრედია 38-22

პეგ: დიხამინჯია 19/7, გორგოძიანი 12/5, დგებუაძე 6/3 – ბაძაღუა 8/6, კუხალაშვილი 8/6/3, ზარნაძე 5/5/3, პატაშური 6/5/3, კალანდაძე 5/4/2, ჟვანია 3/3, გრიშიკაშვილი 3/2/2, გვაზავა 4/2/4, კოხრეიძე 2/2, ჭანტურია 4/2/1, შუბითიძე 1/1/1, კობახიძე

სამ: ფახურიძე 17/1, შველიძე 28/6 – ძნელაძე 15/6/5, თევზაძე 5/4/1, დიდია 5/4/2, ხელისუფალი 5/3, ხომერიკი 3/2/3, ნადირაძე 2/1/3, ქავზინაძე 1/1/2, აფრდონიძე 8/1/2, ადამია 6/0/3

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი

1 აპრილის ტურის ვიდეო მიმოხილვა

1 აპრ.
გატ-გაშ  
BSB ბათუმი 18 17 0 1 781-506 34  
პეგასი
18 15 0 3 731-532 30  
ქუთაისი 18 14 0 4 753-531 28  
იმედი სტუ 18 12 0 6 629-535 24  
გორი 18 6 0 12 638-788 12  
სპორტუნი 18 3 1 14 586-785 7  
წყალტუბო 18 2 1 15 443-678 5  
სამტრედია 18 1 2 15 471-677 4  

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 აპრილი

12:00 ქუთაისი – იმედი-სტუ თელავი

14:00 სპორტუნი – წყალტუბო

16:00 პეგასი – BSB ბათუმი

18:00 გორი – სამტრედია

3 აპრილი

12:00 სპორტუნი – BSB ბათუმი

14:00 ქუთაისი – გორი

16:00 სამტრედია – იმედი-სტუ თელავი

18:00 პეგასი – წყალტუბო

4 აპრილი

12:00 სამტრედია – სპორტუნი

14:00 ქუთაისი – პეგასი

16:00 წყალტუბო – გორი

18:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი

ფინალური ოთხეული. 22-23 მაისი

Leave a Reply