აზერბაიჯანთან მოგებით დავასრულეთ

საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა შვედეთში დასრულებული ევროპის ღია ჩემპიონატის ბოლო დღეს 23-15 დაამარცხა აზერბაიჯანი. 

შეჯიბრება 2-6 ივლისს მიმდინარეობდა ქალაქ გოტენბურგში. ეს ნაკრები ხელბურთელ გოგონათა მესამე თაობაა (1998, 2000 და 2002 წელს დაბადებულები), რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. შეჯიბრებაზე გუნდს განსაკუთრებული სატურნირო ამოცანა არ დაუსახავს. მთავარი იყო უმაღლეს დონეზე  სათამაშო გამოცდილების დაგროვება 2017 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაისად უნდა გაიმართოს საქართველოში.

ნაკრებში წარმომადგენლობა ჰქონდა 5 კლუბს – თბილისის ქარიშხალასა და პეგასს, სამტრედიას, აჭარასა ფოთის ოქროს ვერძს. რამდენიმე ხელბურთელს კი ჰქონდა შარშან, უფროსთა გუნდში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება, მაგრამ უმეტესობა ახალბედაა და ვარჯიში მაქსიმუმ 2 წლის წინ აქვს დაწყებული.

პირველ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შეჯიბრების ორი ფავორიტი, უნგრეთი და ჰოლანდია აღმოჩნდა, თანაც ორივესთან ერთ დღეს უნდა გვეთამაშა და დიდი ანგარიშითაც წავაგეთ. 3 ივლისს წარუმატებლად დავასრულეთ თამაში ფარერის კუნძულებთან (13-24), შემდეგ კი ბრძოლა გავუმართეთ ლიტვას, რომელთანაც 2 ბურთით წავაგეთ პირველი ტაიმი, თუმცა მაინც დავმარცხდით – 10-16. უნგრეთმა და ჰოლანდიამ ბრძოლა ჩემპიონობისთვის გააგრძელეს, ხოლო დანარჩენი 3 გუნდი, ერთმანეთში დაგროვილი ქულებით მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაერთო, სადაც A ჯგუფის სამ გუნდთან უნდა ეთამაშა.

A ჯგუფიდან ფინალში მოულოდნელად პოლონეთი და ჩეხეთი გავიდნენ, ჩვენთან კი მოხვდა კიდევ ორი უძლიერესი გუნდი – ნორვეგია და შვედეთი, იტალიასთან ერთად. ეს სამი თამაშიც უქულოდ დავასრულეთ, ბოლო იმედი კი იყო მატჩი 19-20 ადგილებისთვის აზერბაიჯანთან, რომელმაც ჩვენსავით მეექვსე ადილი დაიკავა მეორე ჯგუფში.

აზერბაიჯანს მაისში სამჯერ ვეთამაშეთ თელავში (2 ფრე, 1 წაგება), თუმცა, ამჯერად საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი რევანში აიღო, 23-15 და ბოლო ადგილზე მეტოქე დატოვა.

ეს იყო ხელბურთის ასაკობრივი ნაკრებების ზედიზედ მეოთხე გამოსვლა გოტენბურგში, ევროპის ღია პირველობაზე. 2015 წელს 19-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრებმა მე-15 ადგილი დაიკავა 16 გუნდში (მოგება კოსოვოთან); 2016 წელს 18-წლამდელ გოგონათა ნაკრები 18 მონაწილე შორის მე-16 იყო (მოგება სლოვაკეთთან, ფრე ფინეთთან): შარშან ჩვენმა 17-წლამდელმა ჭაბუკებმა მე-14 ადგილი აიღეს 16 გუნდში (მოგება ფინეთთან, ფრე სლოვაკეთთან).  

ხელბურთი. ევროპის ღია ჩემპიონატი 2018. 16წ, ქალბი

გოტენბურგი, შვედეთი, 2-6 ივლისი

B ჯგუფი: უნგრეთი 8 ქ, ჰოლანდია 6 –  ფარერები 4, ლიტვა 2, საქართველო 0

2 ივლისი: საქართველო-უნგრეთი 11-34

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი – ე. ჩხაიძე 3, გოგია 3, დვალიშვილი 2, ჯგერენაია 1, კაპანაძე 1, მ. ცინცაძე 1, ა. ჩხაიძე, ქ. ცინცაძე, ბჟალავა, ბურკაძე, ქამაშიძე, კორძაია

საქართველო-ჰოლანდია 5-28 (გოგია 3, ბჟალავა 1, კაპანაძე 1)

ჰოლანდია-ფარერის კუნძულები 20-16, ფარერის კუნძულები – ლიტვა 20-15

3 ივლისი: საქართველო-ფარერები 13-24

დვალიშვილი 3, გოგია 2,  მ. ცინცაძე 2, ბჟალავა 1, ე. ჩხაიძე 1, ა. ჩხაიძე 1, ჯგერენაია 1, კაპანაძე 1, ქ. ცინცაძე 1

საქართველო-ლიტვა 10-16 (ე. ჩხაიძე 3, ა. ჩხაიძე 2, კაპანაძე 2,  ბჟალავა 1, კაპანაძე 1, მ. ცინცაძე 1)

უნგრეთი – ფარერები 28-7, ჰოლანდია – ლიტვა 30-16, ლიტვა – უნგრეთი 14-36, ჰოლანდია – უნგრეთი 13-24

ჯგუფი: პოლონეთი 6, ჩეხეთი 6 – ნორვეგია 4, შვედეთი 4, იტალია 0

C ჯგუფი: საფრანგეთი 8, ესპანეთი 6 – ისლანდია 2, ფინეთი 2, აზერბაიჯანი 0

D ჯგუფი: რუმინეთი 7, შვეიცარია 7 – რუსეთი 4, სლოვაკეთი 2, ესტონეთი 0

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1-8 ადგილები

A ჯგუფი: საფრანგეთი 4 – შვეიცარია 4, ჰოლანდია 4, პოლონეთი 0

B ჯგუფი: უნგრეთი 6 – რუმინეთი 4, ჩეხეთი 1, ესპანეთი 1

9-20 ადგილები: A ჯგუფი. ნორვეგია 10, შვედეთი 8, იტალია 6, ფარერები 4, ლიტვა 2, საქართველო 0

4 ივლისი. საქართველო – იტალია 19-31

(ჯგერენაია 4, ე. ჩხაიძე 4, ა. ჩხაიძე 4, ბჟალავა 2, ქ. ცინცაძე 2, მ. ცინცაძე 2, გოგია 1ა)

5 ივლისი. საქართველო – ნორვეგია 13-37 (გოგია 4, ე. ჩხაიძე 4, ჯგერენაია 2, მ. ცინცაძე 2, ა. ჩხაიძე 1)

საქართველო – შვედეთი 9-25 (ე. ჩხაიძე 3, გოგია 2, ჯგერენაია 2, ა. ჩხაიძე 1, კაპანაძე 1)

B ჯგუფი: ისლანდია 8 – რუსეთი 8, სლოვაკეთი 6, ფინეთი 4, ესტონეთი 2, აზერბაიჯანი 2

6 ივნისი, ფინალები

19-20 ადგილები. საქართველო – აზერბაიჯანი 23-15

(კაპანაძე 4, მ.ცინცაძე 4, ჯგერენაია 3, ქ.ცინცაძე 3, ბჟალავა 2, ა. ჩხაიძე 2, დვალიშვილი 2, ე. ჩხაიძე 2. გოგია 1)

17-18: ლიტვა – ესტონეთი 25-16

15-16: ფინეთი – ფარერები 20-15

13-14: სლოვაკეთი – იტალია 23-19

11-12: რუსეთი – შვედეთი 25-24

9-10: ისლანდია – ნორვეგია 23-22

7-8: ესპანეთი – პოლონეთი 31-24

5-6: ჩეხეთი – ჰოლანდია 25-24

3-4: შვეიცარია – რუმინეთი

1-2: უნგრეთი – საფრანგეთი

საქართველოს ნაკრები გოტენბურგში

GK 16. დიანა ქარჩავა (2002, 175, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, 172, პეგასი), 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, 170,  სამტრედია) – LW 11. ანა ჩხაიძე ( 2003, 162, ქარიშხალა), 19. თამარ ბურკაძე (2004, 155, სამტრედია) – LB 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, 170, აჭარა) – CB 8. ნენო ჯგერენაია (2002, 170, ფოთი), 7. ქეთევან ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა) – RB  21. მარიამ ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, 172, პეგასი) – RW 93. ლანა გოგია (2002, 167, ფოთი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, 164, ფოთი) – P 17. მარიამ დვალიშვილი (2002, 180, აჭარა), 18. ანა კაპანაძე (2002, 181, პეგასი) – მწვრთნელები: ანდრეი პორტნოი (უკრ), ბექა ორჯონიკიძე, ინა ჭკუასელი; ექიმი გიორგი ჩიხრაძე; დელეგაციის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი

Leave a Reply