ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს მართავს  

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხელბურთში განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის. 9-11 ივლისს ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სამჯერ ეთამაშება ებრაელ თანატოლებს. პირველი მატჩი ისრაელის ნაკრებმა 33-27 მოიგო. ხვალ მეტოქეები 16 საათზე ითამაშებენ. 

ისრაელის ამ ასაკის, 1998 წლებში დაბადებულთა ნაკრები სერიოზული გუნდია. 2 წლია წინ მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი, მეორე დონის ტურნირი ლიტვაში და 2018 წლისთვის უძლიერეა 16 გუნდს შორის, ჩემპიონის ტიტულისთვის ითამაშებენ. ეს ტურნირი 19-29 ივლისს იმართება სლოვენიაში, მეორე დონეზე კი 2 ჩემპიონატია და ერთ-ერთში, 20-29 ივლისს, მონტენეგროში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. გუნდი კარგა ხანია ემზადება გიორგი გვაზავასა და გიორგი ხელისუფლის ხელმძღვანელობით და აპრილიდან მოყოლებული, ორ საერთაშორისო ტურნირშიც ითამაშა.

რაც შეეხება მატჩს,  საქართველოს ნაკრებმა 16-14 მოიგო პირველი ტაიმი, ხოლო სტუმრებმა თამაშის მიმდინარეობაა მეორე ტაიმის მეორე ნახევარში გადაწყვიტეს – 33-27. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 20 ივლისს აქვს პოდგორიცაში, მასპინძელ, მონტენეგროს 20-წლამდელთა გუნდთან.  

ხელბურთი. ამხანაგუი მატჩები

9 ივლისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო (20) – ისრაელი (20) 27-33

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, სილაგაძე – მიქავა 7, ყორიაული 6, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 3, ძნელაძე 2, ბაინაზიშვილი 2, გოგავა 1, ჯ. იმნაძე 1, ლ. იმნაძე 1,  იობაშვილი, კორსანტია, თევზაძე – მწვ. გვაზავა, ხელისუფალი

ისრ: გ. დაჰანი, ლევისი – ი. დაჰანი 8, იოსეფი 6, კოენი 5, ელიასი 4, ისრაელი 3,  ფიგნბლატი 2, ზაიფერტი 2, რუბინშტაინი 1, ლუხმანი 1, ვიტკოვსკი 1, შტაინერი, ბილკერი, რაიხი, შემეში, ფრანკო, ნიზრი, მედნიკი – მწვ. შაპირა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

20 ივლისი. მონტენეგრო-საქართველო, 21 ივლისი. საქართველო-სლოვაკეთი

23 ივლისი. ლატვია-საქართველო, 24 ივლისი. თურქეთი-საქართველო

28 ივლისი, ნახევარფინალი. 29 ივლისი, ფინალი

ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

20 Euro, სლოვენიაში. 16 გუნდი, 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი – B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი –  D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

Leave a Reply