საფრანგეთი ან დანია ზედმეტია  

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, გერმანიის ნაკრებმა 26-25 დაამარცხა დანია და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. სლოვენია 24-33 განადგურდა ანგოლასთან. დღესვე გაიმართა კიდევ 10 მატჩი.  გერმანია თითქმის მთელი თამაში ლიდერობდა, დანიამ მხოლოდ 51-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ ამის საშუალება გერმანელთა მეკარე ეკერლემ არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელთა კარშიც ბრწყინვალედ იდგა სანდრა ტოფტი, მის გუნდს მეორე შანსი აღარ მიეცა და გერმანიამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამავე ჯგუფში კორეამ დაამარცხა ბრაზილია 33-27, ხოლო საფრანგეთმა – ავსტრალია, 46-7.

შედეგად, გერმანიას 6 ქულა აქვს და ორი მძიმე მატჩის მიუხედავად საფრანგეთსა და კორეასთან, სამეულში უთუოდ მოხვდება, რადგანაც მდევრები, 3-3 ქულიანი საფრანგეთი და დანია ბოლო ტურში ერთმანეთში თამაშობენ და სწორედ აქ გაირკვევა, ამ ორიდან ვინ დაასრულებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თავი ქუდში აქვს კორეას, რადგანაც 5 ქულითაა და ხვალ ავსტრალიას ხვდება.

A ჯგუფში ნორვეგიამ მძიმე თამაში მოუგო სერბეთს, 28-25, ჰოლანდიამ დაამარცხა კუბა 53-21, ხოლო სლოვენიამ 24-33 წააგო აფრიკის ჩემპიონ ანგოლასთან. ნორვეგია 6 ქულით ლიდერობს და თუ ორივე თამაში არ წააგო ანგოლასა და ჰოლანდიასთან, მეორე ეტაპზე უთუოდ გავა. ანგოლას ნორვეგია ჰყავს დასამარცხებელი, ყველაფერი კი ალბათ ჰოლანდია-სერბეთისა და სერბეთ-სლოვენიის მატჩების შემდეგ გაირკვევა.

D ჯგუფში რუსეთმა მოუგო კონგოს 34-13, არგენტინამ – ჩინეთს 34-28, შვედეთმა – იაპონიას 34-26 და თუ ბოლო ორ ტურში სენსაცია არ მოხდა, ბრძოლას რუსეთი, შვედეთი და იაპონია განაგრძობენ.

C ჯგუფში ესპანეთმა მესამე მატჩიც მოიგო, სენეგალთან 29-20, ხვალ ყაზახეთს ხვდება და მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს. მოტენეგრომ პრინციპულ მატჩში აჯობა უნგრეთს 25-24, ხოლო რუმინეთმა –  ყაზახეთს 22-20. დარჩენული ორი საგზურისთვის მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი მატჩი მონტენეგროსა და რუმინეთს და ბოლო ტურის დაპირისპირება უნგრეთი-რუმინეთი.

ხვალ იაპონიაში მეოთხე ტურის მატჩები B და C ჯგუფის გუნდებს აქვთ, ზეგ – დანარჩენ ორ ჯგუფს, ხოლო პარაასკევს 12-მატჩიანი ბოლო, მეხუთე ტურია, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებს.

ვიდეო. 2 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=kSwXe1Gqk3k

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

პირველი ჯგუფური ეტაპი. 3 დეკემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი: ნორვეგია 6, ჰოლანდია 4, სერბეთი 4, ანგოლა 2, სლოვენია 2, კუბა 0

ჰოლანდია – კუბა 51-23

მალეშტაინი 11, აბინგჰი 10 – სესპედესი 4

სლოვენია – ანგოლა 24-33

სტანკო 9, გროსი 5 – კასომა 6, კარლოსი 6, გიალო 5

ნორვეგია – სერბეთი 28-25

არნცენი 7, ოფტედალი 7 – ლისცევიჩი 6, ცვიიჩი 5, ნიკოლიჩი 4

5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია,  15:30 ნორვეგია – ანგოლა

6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა,  15:30 ჰოლანდია – ნორვეგია

30 ნოე. სრბ-ანგ 32-25, ჰოლ-სლნ 26-32, ნორ-კუბ  47-16

2 დეკ. კუბ-სრბ 27-46, ანგ-ჰოლ 28-35, სლნ-ნორ 20-36

B ჯგუფი:  გერმანია 6, კორეა 5, საფრანგეთი 3, დანია 3, ბრაზილია 1, ავსტრალია 0

კორეა – ბრაზილია 33-27

შინი 8, რიუ 8, სიმი 6 – ამორიმი 9, დე პაულა 4

საფრანგეთი – ავსტრალია 46-7

კოატანეა 7, ფლიპი 5, კანორი 4, ნოკანდი 4 – პოტოცკი 4

დანია – გერმანია 25-26

კ. იორგენსენი 5, ტოფტი 16/40 – ბენკე 7, ბიოლკი 5, ეკერლე 12/34

4 დეკ. 10:00 ავსტრალია – კორეა, 14:00 გერმანია – საფრანგეთი, 15:30 დანია – ბრაზილია

6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმანია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია

30 ნოე. გერ-ბრა 30-24, საფ-კორ 27-29, დან-ავლ 37-12

2 დეკ. ბრა-საფ 19-19, ავლ-გერ 8-34, კორ-დანია 26-26

C ჯგუფი: ესპანეთი 6, მონტენეგრო 6, რუმინეთი 4, უნგრეთი 2, სენეგალი 0, ყაზახეთი 0

უნგრეთი – მონტენეგრო 24-25

შაცლი 7, ლუკაჩი 6 – რადიჩევიჩი 8, რაიჩევიჩი 7, იაუკოვიჩი 4

ესპანეთი – სენეგალი 29-20

კაბრალი 8, როდრიგესი 4 – კამარა  6, დაპინა 5

რუმინეთი – ყაზახეთი 22-20

პინტეა 5 – ხარდინა 6

4 დეკ. 10:00 ყაზახეთი – ესპანეთი, 10:00 მონტენეგრო – რუმინეთი, 14:00 უნგრეთი – სენეგალი

6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი

30 ნოე. მნტ-სნგ 29-25, რუმ-ესპ 31-16, უნგ-ყაზ 39-15

2 დეკ. ყაზ-მნტ 21-30, სნგ-რუმ 24-29, ესპ-უნგ 29-25

D ჯგუფი: რუსეთი 6, შვედეთი 6, იაპონია 4, არგენტინა 2, ჩინეთი 0, დრ კონგო 0

რუსეთი – დრ კონგო 34-13

მანაგაროვა 6, სენი 5, ფომინა 4 – მვასესა 5

ჩინეთი – არგენტინა  28-34

მენ ცინი 10, მენ ინი 8 – კარსტენი 12, მენდოსა 9

შვედეთი – იაპონია 34-26

ბლომი 7, პეტრენი 5, გულდენი 4, რობერტსი 4 – ტანაბე 5

5 დეკ. 10:00 დრ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა

6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი

30 ნოე. იაპ-არგ 24-20, რუს-ჩინ 26-11, შვდ-დრკ 26-16

2 დეკ. არგ- რუს 22-35, დრკ-იაპ 16-28, ჩინ- შვდ 19-32

მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply