ლიდერთა მატჩი ქუთაისმა მოიგო  

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. ქუთაისმა 40-35 დაამარცხა პეგასი და 8 ქულით დაწინაურდა. გორთან მოგების შემდეგ (52-30) მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა.  

ქუთაისსა და პეგასს 3-3 მოგება ჰქონდათ. მასპინძლებმა 18-14 მოიგეს პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაზარდეს უპირატესობა. თორმეტბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ (20-32) პეგასმა ბოლოში სხვაობა შეამცირა – 35-40.

ქვეყნის ჩემპიონმა, ბათუმის გუნდმა, გორთან მოგების შემდეგ მეორე ადგილზე აინაცვლა. 6 ქულა აქვთ სამტრედიასა და სტუ-პეგასს, ბათუმელებს კი თამაში მარაგში აქვთ და ხვალ ქუთაისში პეგასს შეხვდებიან. ხვალვე ითამაშებენ ქუთაისი და გორი.

პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება. სულ კი სამწრიანი რეგულარული ტურნირი და 5 საუკეთესო გუნდის პლეიოფი გაიმართება. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 3 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – გორი 52-30

ბათ: ტორონჯაძე, ანთიძე – გოგოლაძე 9, აბრამიშვილი 9, გიორგაძე 8, სიმონია 8, ტალახაძე 6, მიქავა 3, მჟავანაძე 3, სტოლბოვი 3, კახიძე 2, მსხვილიძე 1, ბერძენიშვილი 

გორ: თითირაშვილი –  გაგლოშვილი 12, ჯაფიაშვილი 6, ბერუაშვილი 4, შემშენოვი 3, ახალბედაშვილი 3, ოქროპირიძე 2

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

ქუთაისი – პეგასი 40-35

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე – რუსტამოვი 10, გამზარდია 9, სურმავა 7, ხაჟომია 6, ფერაძე 3, მერკვილაძე 2, სტურუა 1, ზარნაძე 1, ჯუღელი 1,  კობახიძე, ლომიძე, იმნაძე, აბულაძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – კუხალაშვილი 11, გვაზავა 8, ჟვანია 7, ბაძაღუა 3, ჩეჩელაშვილი 2, კობახიძე 2, კოხრეიძე 1, მდივანი 1, პატაშური

მსაჯები: გ. გველესიანი – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ი. ჭკუასელი

 4 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 4 4 0 0 161-119 8  
  BSB ბათუმი 4 3 0 1 153-107 6  
  პეგასი 4     3     0     1     135-119     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  გორი 4     1     0     3     108-137     2    
  სპორტუნი 5 1 0 4 164-177 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

 

 

 

 

 

 

 

 

4 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 BSB ბათუმი – პეგასი

15:50 ქუთაისი – გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი – წყალტუბო, პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი – სამტრედია, პეგასი – წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply