ნორვეგიამ მეორე მატჩიც მოიგო

იაპონიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნორვეგიამ 36-20 დაამარცხა სლოვენია. სამშაბათს ჩემპიონატზე ჯგუფური  ეტაპის მესამე ტურის 12 მატჩია.

სლოვენია, ჰოლანდიის დამარცხებს შემდეგ, ნორვეგიასაც უგებდა – პირველ ტაიმში სხვაობა 3 გოლიც იყო, ხოლო მარჯვენა ინსაიდს, ანა გროსს შესვენებამდე 8 გოლი ჰქონდა გატანილი. ნორვეგიამ მაინც მოიგო ტაიმი 13-12, მეორე ნახევრის დასაწყისში უპირატესობა გაზარდა და ამის შემდეგ სლოვენიელთა მწვრთნელმა კაპიტულაცია გამაცხადა და გროსი თამაშიდან მოხსნა. საბოლოოდ, 36-20. ამავე ჯგუფში სერბეთმა მოუგო კუბას, 46-27, ხოლო ჰოლანდიამ – ანგოლას 35-28.

D ჯგუფში  რუსეთმა სძლია არგენტინა 35-22, იაპონიამ – კონგო 28-16, შვედეთმა – ჩინეთი 32-19. ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული, თორმეტთამაშიანი მესამე ტურია, რომელიც მეტ სიცხადეს შეიტანს მეორე ეტაპზე გასვლის პრეტენდენტთა შორის. საკვანძო თამაშებია: ნორვეგია – სერბეთი, უნგრეთი – მონტენეგრო, დანია-გერმანია და კორეა – ბრაზილია. თამაშების ნახვა შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტის არხებზე.

მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას 3-3 საუკეთესო გააგრძელებს. 

ვიდეო. 1 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=UQdHDkNkph8

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

პირველი ჯგუფური ეტაპი. 2 დეკემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი: ნორვეგია 4, სერბეთი 4, ჰოლანდია 2, სლოვენია 2, ანგოლა 0, კუბა 0

კუბა – სერბეთი 27-46

რისო გომესი 6, მორა არიასი 14/45 – კოიჩი 6, პოპ-ლაზიჩი 6, რადოსავლიევიჩი 6

ანგოლა – ჰოლანდია 28-35

კარლოსი 9 – აბინგჰი 11, პოლმანი 6, ვან დერ ჰაიდენი 5

სლოვენია – ნორვეგია 20-36

გროსი  9 – იაკობსენი 8, ბაკერუდი 6, ჰერემი 6

3 დეკ. 10:00 ჰოლანდია – კუბა, 13:00 სლოვენია – ანგოლა, 15:30 ნორვეგია – სერბეთი

5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია,  15:30 ნორვეგია – ანგოლა

6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა,  15:30 ჰოლანდია – ნორვეგია

30 ნოე. სრბ-ანგ 32-25, ჰოლ-სლნ 26-32, ნორ-კუბ  47-16

D ჯგუფი: რუსეთი 4, შვედეთი 4, იაპონია 4, არგენტინა 0, დრ კონგო 0, ჩინეთი 0

არგენტინა – რუსეთი 22-35

პისო 4, ბოლინგი 4, კავო 4 – გორშენინა 5, სენი 4, კუზნეცოვა 4, ფროლოვა 4

დრ კონგო – იაპონია 16-28

ნგო ლეი 4 – ოჰიამა 6, აკიამა 4, კავატა 4

ჩინეთი – შვედეთი 19-32

მენ ცინი 5 – მასინგი 4, ჰაგმანი 4, ბლომი 4

3 დეკ. 09:30 რუსეთი – დრ კონგო, 12:00 ჩინეთი – არგენტინა, 14:30 შვედეთი – იაპონია

5 დეკ. 10:00 რდ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა

6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი

30 ნოე. იაპ-არგ 24-20, რუს-ჩინ 26-11, შვდ-დრკ 26-16

B ჯგუფი: გერმანია 4, დანია 3, კორეა 3, საფრანგეთი 1, ბრაზილია 1, ავსტრალია 0

3 დეკ. 10:00 კორეა – ბრაზილია, 14:00 საფრანგეთი – ავსტრალია, 15:30 დანია – გერმანია

4 დეკ. 10:00 ავსტრალია – კორეა, 14:00 გერმანია – საფრენგეთი, 15:30 დანია – ბრაზილია

6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმანია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია

30 ნოე. გერ-ბრა 30-24, საფ-კორ 27-29, დან-ავლ 37-12

2 დეკ. ბრა-საფ 19-19, ავლ-გერ 8-34, კორ-დანია 26-26

C ჯგუფი: მონტენეგრო 4, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, რუმინეთი 2, სენეგალი 0, ყაზახეთი 0

3 დეკ. 10:00 უნგრეთი – მონტენეგრო, 10:00 ესპანეთი – სენეგალი, 14:00 რუმინეთი – ყაზახეთი

4 დეკ. 10:00 ყაზახეთი – ესპანეთი, 10:00 მონტენეგრო – რუმინეთი, 14:00 უნგრეთი – სენეგალი

6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი

30 ნოე. მნტ-სნგ 29-25, რუმ-ესპ 31-16, უნგ-ყაზ 39-15

2 დეკ. ყაზ-მნტ 21-30, სნგ-რუმ 24-29, ესპ-უნგ 29-25

მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply