გერმანია საფრანგეთმა გააჩერა  

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, საფრანგეთმა 27-25 დაამარცხა გერმანია და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, გადამწყვეტ მატჩში დანიას შეხვდება. მეორე ეტაპის 6 მონაწილე უკვე გამოვლენილია.  

C ჯგუფის მთავარ მატჩში მონტენეგრომ ამჯერადაც ერთი ბურთით დაამარცხა კონკურენტი გუნდი, რუმინეთი, 27-26 და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. რუმინეთი მმეორე ტაიმის შუაში 21-18 იგებდა, როდეცაც მეტოქემ პერსონალურად აიყვანა ქრისტინა ნიაგუ და ზედიზედ გაიტანა კიდეც 6 გოლი – 21-24. რუმინეთს ბოლოსწინა წუთზე ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და პარასკევს გადამწყვეტი მატჩი ექნება უნგრეთთან, ხოლო ესპანეთი და მონტენეგრო ჯგუფში პირველობისა და მეორე რაუნდში 4 ქულით გასვლისთვის ითამაშებენ. ესპანეთმა დღეს 43-16 მოუგო ყაზახეთს, ხოლო უნგრეთმა 30-20 დაამარცხა სენეგალი.

B ჯგუფში კორეამ 34-17 მოუგო ავსტრალიას და მეორე ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაიფორმა. აქ მთავარი იყო საფრანგეთ-გერმანიის თამაში. გერმანიას მეორე რაუნდში გასვლა განაღდებული აქვს, მაგრამ იქ თანაჯგუფელ მეტოქეებთან დაგროვილი ქულებიც დასჭირდება, მსოფლიო ჩემპიონი კი ტიტულის დაკარგვის პირასაა.

საფრანგეთი მთელი თამაში იგებდა, მაგრამ გერმანია, მარცხენა ინსაიდ ემილი ბიოლკის გოლების წყალობით, მეტოქეს კვალში ედგა. 47-ე წუთზე, ნიომბლას გოლის შემდეგ ფრანგებმა თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს (23-18), მაგრამ დარჩენილ დროში გერმანიამ ოთხჯერ დაიყვანა სხვაობა მინიმუმამდე, რამდენჯერმე ანგარიშის გასათანაბრებლადაც წავიდა შეტევაში, მაგრამ მეკარე ამანდინ ლენომ მათ ამის საშუალება ერთხელაც არ მისცა. ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი ალისონ პინომ გაიტანა და საფრანგეთმა 27-25 მოიგო.

დანია ეთამაშებოდა ბრაზილიას, რომელსაც ასევე შერჩენილი ჰქონდა მეორე ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბრაზილიამ ანგარიში გაათანაბრა (16-16), მაგრამ დაბოლოება მაინც წააგო: 18-24. შესაბამისად, დანია-საფრანგეთის მატჩი ბოლო ტურში, გადამწყვეტი აღმოჩნდება. ფრანგებს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ და ფრეც აწყობთ.

A და D ჯგუფებში მეოთხე ტური ხვალ გაიმართება, პარასკევს კი ბოლო, 12-მატჩიანი საერთო ტურია, რომელიც პირველ ეტაპს დასრულებს.

ვიდეო. 3 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=6Xf1RCh0RqI

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

პირველი ჯგუფური ეტაპი. 4 დეკემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

B ჯგუფი:  კორეა 7, გერმანია 6, საფრანგეთი 5, დანია 5, ბრაზილია 1, ავსტრალია 0

ავსტრალია – კორეა 1734

პოტოცკი 10 – ლი მიგიონი 5, რიუ 4, სიმი 4, იუნი 4

გერმანია – საფრანგეთი 25-27

ბიოლკი 8, ბენკე 5, ეკერლე 12/39 – ზაადი 4, ფლიპი 3,  ნიომბლა 3, ლენო 13/38

დანია – ბრაზილია 24-18

ს. იორგენსენი 6, ბურგორი 4, ტოფტი 10/25 – ვიეირა 5

6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმანია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია

30 ნოე. გერ-ბრა 30-24, საფ-კორ 27-29, დან-ავლ 37-12

2 დეკ. ბრა-საფ 19-19, ავლ-გერ 8-34, კორ-დანია 26-26

3 დეკ. კორ-ბრა 33-27, საფ-ავლ 46-7, დან-გერ 25-26

C ჯგუფი: ესპანეთი 8, მონტენეგრო 8, უნგრეთი 4, რუმინეთი 4, სენეგალი 0, ყაზახეთი 0

ყაზახეთი – ესპანეთი 16-43

აბილდა 3 – მ. ლოპესი 10, არდერიუსი 5

მონტენეგრო – რუმინეთი 27-26

რადიჩევიჩი 6, რაიჩევიჩი 6 – ნიაგუ 11, დაკე 4

უნგრეთი – სენეგალი 30-20

კოვაჩი 6, მარტონი 5 – სანხარე 6

6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი

30 ნოე. მნტ-სნგ 29-25, რუმ-ესპ 31-16, უნგ-ყაზ 39-15

2 დეკ. ყაზ-მნტ 21-30, სნგ-რუმ 24-29, ესპ-უნგ 29-25

3 დეკ. უნგ-მნტ 24-25, ესპ-სნგ 29-20, რუმ-ყაზ 22-20

A ჯგუფი: ნორვეგია 6, ჰოლანდია 4, სერბეთი 4, ანგოლა 2, სლოვენია 2, კუბა 0

5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია,  15:30 ნორვეგია – ანგოლა

6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა,  15:30 ჰოლანდია – ნორვეგია

30 ნოე. სრბ-ანგ 32-25, ჰოლ-სლნ 26-32, ნორ-კუბ  47-16

2 დეკ. კუბ-სრბ 27-46, ანგ-ჰოლ 28-35, სლნ-ნორ 20-36

3 დეკ. ჰოლ-კუბ 51-23, სლნ-ანგ 24-33, ნორ-სრბ 28-25

D ჯგუფი: რუსეთი 6, შვედეთი 6, იაპონია 4, არგენტინა 2, ჩინეთი 0, დრ კონგო 0

5 დეკ. 10:00 დრ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა

6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი

30 ნოე. იაპ-არგ 24-20, რუს-ჩინ 26-11, შვდ-დრკ 26-16

2 დეკ. არგ- რუს 22-35, დრკ-იაპ 16-28, ჩინ- შვდ 19-32

3 დეკ. რუს-დრკ 34-13, ჩინ-არგ 28-34, შვდ-იაპ34-26

მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply