gnhf-rrr

კბილაშვილის გუნდი მეხუთეზე რჩება

უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების კლუბებიდან სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონი ჯერ მხოლოდ ირაკლი კბილაშვილის უკრაინულმა გუნდმა განაახლა, თუმცა, ამ კვირიდან სხვებიც ჩაერთვებიან საქმეში. ხელბურთის კლუბი ოდესა მე-16 ტურში შინ დამარცხდა დონბასთან, 36-45. 

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 8 გოლი გაიტანა და სეზონში 64 დაუგროვდა, თუმცა, მისი კლუბი მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან დამარცხდა.

ირაკლი კბილაშვილი: – დონბასი წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და ადრე ჩემპიონიც ყოფილა. პირველი ტაიმი 19-22 წავაგეთ და მერეც, კარგა ხანს ბრძოლა იყო, თუმცა, დონეცკელებმა ბოლოში გაგვტეხეს და ცხრილში 5 ქულით გაგვასწრეს. პატარა სხვაობა არაა, მაგრამ სეზონის ბოლომდე ყელაფერი შეიძლება მოხდეს.   

შემდეგ  თამაშს ოდესა სტუმრად გამართავს მეზობელი ქალაქის, იუჟნის პორტოვიკთან, რომელიც მომდევნო, მეექვსე ადგილზეა და ოდესელებს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა, 2 თამაში მარაგში აქვს. პირველი წრის მატჩი ოდესამ 36-24 მოიგო, კბილაშვილს კი მაშინ სადებიუტო მატჩი ჰქონდა და 11 გოლიც გაიტანა.

ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. 1. მოტორ ზაპოროჟიე 14 მატჩი/28 ქულა – 2. ზტრ ზაპოროჟიე 13/24 – 3. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 16/23 –– 4. დონბასი დონეცკი 16/21 – 5. ოდესა 16/16 – 6. პორტოვიკ იუჟნი 14/12 – 7. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 15/6 – 8. ცსკა კიევი 16/4 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 14/0

Leave a Reply