დანია მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დანიამ  31-22 დაამარცხა ნორვეგია და პირველად მოიპოვა ტიტული. გუნდმა ტურნირზე ათივე მატჩი მოიგო, ხოლო მიქელ ჰანსენი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. მესამე ადგილისთვის საფრანგეთმა მოუგო გერმანიას, 26-25. 

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

ფინალი. 27 იანვარი. ჰერნინგი, დანია. იუსკე ბანკ ბოქსენი (15 000 მაყურებელი)

დანია – ნორვეგია 31-22

მსაჯები: გუბიცა, მილოშევიჩი (ხორ)

დან: ნ. ლანდინი 12/31, გრენი 1/4 – მ. ჰანსენი 7 (4 პასი), ოლსენი 5 (3), ლაუგე 4 (3), მენსა 4 (2), სვანი 4, ზახარიასენი 3, მ. ლანდინი 3, ორისი 1, მოლგორი, ჰ. ტოფტი,  მორტენსენი, ლინდბერგი, მარკუსენი, ჰალდი (ი. ჰანსენი, რ. ტოფტი)  – მწვ. ნ. იაკობსენი 

ნორ: ბერგერუდი 4/22, ქრისტენსენი 4/16 – იონდალი 9, საგოსენი 3 (2), იოჰანესენი 3 (5),  ბიორნსენი 2 (1), როდი 2 (1), მიურჰოლი 1, რაინკინდი 1 (1), ოვერბიუ 1, ოსალივანი (3 პასი), ტანგენი, იაკობსენი, გულერუდი, ე. ჰანსენი, ბლონცი (გულიქსენი)  – მწვ. კ. ბერგე

დანიელებმა მთიანად გამოთიშეს თამაშიდან ნორვეგიის საუკეთესო მოთამაშეები: მარჯვენა ინსაიდმა მაგნუს როდმა სულ 2 გოლი გაიტანა, სანდერ საგოსენმა მხოლოდ ორი საგოლე პასი შეასრულა, ხოლო პივოტმა ბიარტე მიურჰოლმა ორად-ორჯერ მიიღო ბურთი შეტევაში. დანიამ მაქსიმალურად შეანელა მეტოქის შეტევა და აიძულა, პოზიციურ თამაშზე გადასულიყო, ყველაფერ ამასთან ერთად კი ნიკლას ლანდინმა 12 ბურთი მოიგერია. შედეგად, ნორვეგიამ წინააღმდეობა მხოლოდ საწყის 10 წუთში  გასწია, ამის შემდეგ კი სხვაობამ დანიელთა სასარგებლოდ იწყო ზრდა: 13-8 (24-ე წუთი), 18-11 (შესვენებაზე) და  26-15 (48-ე წუთი). 

ნორვეგიამ წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ფინალი, დანიამ ჩემპიონობა პირველად მოიპოვა, ხოლო ორივე ფინალისტის 3-3 მოთამაშე ტურნირის ოლ-სტარში მოხვდა.

ჩემპიონატის ოლ-სტარი, ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=CSAAxDhME10

ბრინჯაოს ფინალი. საფრანგეთი – გერმანია 26-25

მსაჯები: ფონსეკა, სანტოსი (პორ)

საფ: დიუმულენი 2/9, ჟერარი 8/25 – მაე 7 (3 პასი), აბალო 3 (1), ნგესანი 3, ფაბრეგასი 3, რიშარდსონი 2 (1), მემი 2 (1), ნ. კარაბატიჩი 2 (1), რემილი 2 (1), გიგუ 1, პორტი 1, ლაგარდი, ლ. კარაბატიჩი, გრები, დიპანდა (სორენდო, კლერი) – მწვ. დ. დინარი

გერ: ვოლფი 12/31, ჰაინეფეტერი 1/3 – გენსჰაიმერი 7, დრუქსი 4 (3), კოლბახერი 3 (1), ვიდე 2 (5), ფეტი 2 (4), ვინჩეკი 2, ვაინჰოლდი 1 (1), ბიომი 1 (1), პეკელერი 1, გრიოცკი 1, მუშე 1, ზუტონი,  ჰეფნერი,  ლემკე (შტრობელი, ზემპერი) – მწვ. კ. პროკოპი

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=-MPNG75wjOE

გერმანიამ 13-9 მოუგო პირველი ტაიმი საფრანგეთს, მარამ ფრანგებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში და მეორე ტაიმის დარჩენილი დროის განმავლობაში წინ იყვნენ. იანიკ კოლბახერმა გაათანაბრა (24-24), აქ კი საბედისწერო აღმოჩნდა უვე გენსჰაიმერის შეცდომა: ფრანგებს უკვე პასიური შეტევა ჰქონდათ, როცა გერმანიის კაპიტანი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დაისაჯა ლუკ აბალოს წინააღმდეგ. რჩებოდა 3 წუთი – მაემ გაიტანა შვიდმეტრიანი, რომელსაც ამავე ხერხით უპასუხა მუშემ, 25-25; ფრანგებმა დასრულებამდე 10 წამით ადრე ვერ გაიტანეს, გერმანია სწრაფ გარღვევაში წავიდა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ნიკოლა კარაბატიჩმა ზედ სირენის წინ გაიტანა გადამწყვეტი გოლი – 26-25.

26 იანვარი, ჰერნინგი

მე-7 ადგილისთვის. ესპანეთი – ეგვიპტე 36-31

კანელასი 9, სოლე 7 – ელაჰმარი 7, შებიბი 6

მე-5 ადგილისთვის. ხორვატია – შვედეთი 28-34

სტეპანჩიჩი 5 – ეკბერგი 6, ა. ნილსონი 5

ჩემპიონატის ოლ-სტარი: GK ნიკლას ლანდინი, დან – LW მაგნუს იონდალი, ნორ – LB სანდერ საგოსენი, ნორ – CB რაზმუს ლაუგე, დან – RB ფაბიან ვიდე, გერ – RW ფერან სოლე, ესპ – P ბიარტე მიურჰოლი, ნორ – MVP მიქელ ჰანსენი, დან.

სტატისტიკა. გოლები: მ. ჰანსენი, დან 72 (24 პენ), იონდალი, ნორ 59 (18), სოლე, ესპ 58(21) – პასები: საგოსენი, ნორ 47, კარაჩიჩი, ხორ 41; ვიდე, გერ 39 – გოლი+პასი: ჰანსენი 72+37; საგოსენი 51+47; კ. ლაზაროვი, მკდ 48+38 – დაცვა. ჩაჭრები – გულერუდი, ნორ 16; ბლოკშოტები – ვინჩეკი, გერ 16 – მეკარეები: ლანდინი, დან; კრისტენსენი, ნორ; სტევანოვიჩი, ხორ 38%;  მოგერიებები: ჟერარი, საფ 86; შვიდმეტრიანები: მასიელი, არგ 8/19-42%

კლასიფიკაცია. 1. დანია (მოიპოვა 2020 წლის ოლიმპიადის საგზური) 2. ნორვეგია 3. საფრანგეთი 4. გერმანია – 5. შვედეთი 6. ხორვატია 7. ესპანეთი (გაინაღდეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზური) 8. ეგვიპტე – 9. ბრაზილია 10. უნგრეთი 11. ისლანდია 12. ტუნისი – 13. ყატარი 14. რუსეთი 15. მაკედონია 16. ჩილე –  17. არგენტინა 18. სერბეთი 19.ავსტრია 20. ბაჰრეინი – 21. საუდის არაბეთი 22. კორეა 23. ანგოლა 24. იაპონია

მსოფლიო ჩემპიონები. საფრანგეთი (1995, 2001, 2009, 2011, 2015, 2017), შვედეთი (1954, 1958, 1990, 1999), რუმინეთი (1961, 1964, 1970, 1974), გერმანია (1938, 1978, 2007), სსრკ/რუსეთი (1982, 1993, 1997), ესპანეთი (2005, 2013), ჩეხოსლოვაკია (1967), იუგოსლავია (1986), ხორვატია (2003), დანია (2019)

Leave a Reply