ახალი ჩემპიონი: დანია ან ნორვეგია

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კვირას, ითამაშებენ დანია და ნორვეგია. დანიამ ნახევარფინალში დაამარცხა გერმანია 31-25, ხოლო დანიამ – 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთი, 38-30. 

არცერთი გუნდი მსოფლიო ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა. დანიას სამი ფინალი აქვს წაგებული 2013, 2011 და 1967 წლებში, ხოლო ნორვეგია წინა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა საფრანგეთთან. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების თამაში დანიამ 30-26 მოიგო. ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 27 იანვარსაა დანიის ქალაქ ჰერნინგში. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ნახავთ სილკ სპორტზე.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

ნახევარფინალი. 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

დანია – საფრანგეთი 38-30

მსაჯები: გუბიცა, მილოშევიჩი (ხორ)

დან: ნ. ლანდინი 2/13 (2 გოლი), გრენი 9/27 – მ. ჰანსენი 12 (6 პასი), ლაუგე 6 (5), ოლსენი 5 (1), ზახარიასენი 5 (2), სვანი 4, მ. ლანდინი 3, ჰ. ტოფტი 1,  მენსა, მოლგორი (მორტენსენი, მარკუსენი, ი. ჰანსენი, ორისი, ჰალდი) – მწვ. ნ. იაკობსენი  

საფ: ჟერარი 0/16, დიუმულენი 4/24 – მაე 8 (1), რიშარდსონი 6 (6), ნგესანი 4 (5), ფაბრეგასი 3, ლაგარდი 3 (1), რემილი 2 (1), აბალო 1 (1), გიგუ 1, ლ. კარაბატიჩი 1, მემი 1, ნ. კარაბატიჩი (1 პასი), პორტი, გრები, დიპანდა – მწვ. დ. დინარი 

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Kw8tZh0xUdI

თამაშის მესამე წუთზე მიქელ ჰანსენმა და ლასე სვანმა გაიტანეს 2 გოლი და ამის შემდეგ დანია მუდმივად წინ იყო, ისე, რომ, ბრძოლა, ფაქტიურად არ ყოფილა. ჩემპიონატის თანა-მასპინძლებმა ტაიმი 21-15 მოიგეს, ხოლო მაქსიმალური უპირატესობა, 32-22 46-ე წუთზე ჰქონდათ. საინტერესო ტატიტიკა: მიქელ ჰანსენმა 15 დარტყმიდან 12 გოლი გაიტანა, დანიის უკანა ხაზმა ჰანსენი-ოლსენი-ლაუგე ჯამში 23 გოლი დააგროვა, ხოლო ფრანგების მეკარე ჟერარმა თექვსმეტივე დარტყმა გაუშვა; და ერთი დეტალიც:  ფრანგების მწვრთნელ დიდიე დინარს შემადგენლობაში 6 ცაცია ჰყადა, როცა ნიკოლაი იაკობსენმა მხოლოდ ერთი, ლასე სვანი ათამაშა. ასე დათმო მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ტიტული. 

გერმანია – ნორვეგია 25-31

მსაჯები: ჰორაჩეკი, ნოვოტნი (ჩეხ)

გერ: ვოლფი 4/19, ჰაინეფეტერი 2/18 (1 პასი) – გენსჰაიმერი 7 (2), ბიომი 6 (2), ვიდე 5 (6), გრიოცკი 2, დრუქსი 1 (1), კოლბახერი 1, პეკელერი 1, ზუტონი 1 (1),  მუშე 1, ვინჩეკი (1), ფეტი (1), ჰეფნერი,  ვაინჰოლდი, ლემკე – მწვ. კ. პროკოპი

ნორ: ბერგერუდი 7/25 (1 პასი), ქრისტენსენი 0/7 – როდი 7 (2), საგოსენი 6 (10), მიურჰოლი 6 (2), იონდალი 4, ბიორნსენი 3, იოჰანესენი 2 (1),  ოსალივანი 1, გულერუდი 1 (1), ტანგენი (1), ოვერბიუ, ე. ჰანსენი (რაინკინდი, იაკობსენი, ბლონცი)  – მწვ. კ. ბერგე

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=GeRjhafqRp0

მეორე ნახევარფინალმა დაადასტურა, რომ ნორვეგია უფრო სწრაფი, ლაღი, ფიზიკურად უკეთ მომზადებული, ანუ უკეთესი გუნდია. პირველი ტაიმის მოგებული დაბოლოების სემდეგ (14-12), ნორვეგიამ მეორეში 3-4 ბურთიანი სხვაობა დაიჭირა. კრიტიკული სიტუაცია ერთადერთხელ, დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეიქმნა, როდესაც ფაბიან ვიდემ სხვაობა ორამდე შეამცირა (25-27), ხოლო საპასუხო შეტევაში ტურნირის აღმოჩენამ, ფლენზბურგის 21 წლის მარჯვენა ინსაიდმა მაგნუს როდმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მაგრამ, თამაში მაინც გარდატეხეს გამთამაშებელმა სანდერ საგოსენმა (10 საგოლე პასი) და პივოტმა ბიარტე მიურჰოლმა, რომელთა დუეტის შეჩერება გერმანიამ გუშინ ვერ მოახერხა, ხოლო მათი ორი საუკეთესო უკანახაზელი, ჰეფნერი და ფეტი, ნახევარფინალში უგოლოდ დარჩნა.

26 იანვარი, ჰერნინგი. იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700) 

მე-7 ადგილისთვის. 20:30 ესპანეთი – ეგვიპტე

მე-5 ადგილისთვის. 23:30 ხორვატია – შვედეთი

27 იანვარი, ჰერნინგი 

ბრინჯაოს ფინალი, 17:30. საფრანგეთი – გერმანია

ფინალი, 20:30. დანია – ნორვეგია

Leave a Reply