ლიდერთა მძიმე მოგებები  

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, ორივე ლიდერმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა. ფოთის ოქროს ვერძმა 17-13 აჯობა თბილისის ქარიშხალას, ხოლო აჭარამ 19-15 მოუგო ყვარელს. პეგასი – წყალტუბო 17-11, მამული – ბათუმი 15-10, ყვარელი – წყალტუბო 30-14. 

ორივე გუნდი მძიმე სიტუაციიდან გამოვიდა: აჭარა მეორე ტაიმის დასაწყისში ყვარელთან 9-14 აგებდა, თუმცა, დასკვნითი მონაკვეთი 10-1 მოუგო. თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო მეორე მატჩშიც: ქარიშხალა 8-5 ლიდერობდა, თუმცა, ბოლო 15 წუთი ფოთმა, საქართველოს ნაკრების წევრის, ჯგერენაიას ლიდერობით, ბევრად უკეთ ჩაატარა: 12-5, ამავე მონაკვეთში კი ქარიშხალამ ზედიზედ 3 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენა და  13-17 დამარცხდა.

სულ, ჩემპიონატში გუნდები 24-24 მატჩს გამართავენ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ჩემპიონობისთვის ფოთი და აჭარა იბრძოლებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ქარიშხალას, სამტრედიასა და ყვარელს ექნებათ მძაფრი კონკურენცია.  

დღესვე პირველი გამარჯვება მიპოვა თბილისის მამულმა, რომელმაც 15-10 მოუგო ბათუმს, ყვარელმა დაამარცხა წყალტუბო (30-14), რომელმაც წააგო თბილისის პეგასთანაც, 11-17.

სპორტკომპლექს არენაში 26 და 27 მარტს კიდევ 6 მატჩია. 7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

25 მარტი

აჭარა – ყვარელი 19-15

პეგასი – წყალტუბო 17-11

ქარიშხალა – ფოთი 13-17

წყალტუბო – ყვარელი 14-30

მამული – ბათუმი 15-10

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

25 მარ. გატ-გაშ  
ფოთი 16 15 1 0 299-197 31  
აჭარა 17 15 0 2 374-243 30  
ქარიშხალა 17 11 1 5 413-343 23  
სამტრედია 17 9 2 6 288-245 20  
ყვარელი 18 9 2 7 343-305 20  
პეგასი 17 7 2 8 319-300 16  
ბათუმი 16 3 1 12 192-277 7  
წყალტუბო 18 2 1 15 216-373 5  
მამული 18 1 0 17 277-438 2  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 26 მარტი

13:00 ყვარელი – ბათუმი

14:00 პეგასი – აჭარა

15:00 მამული – ფოთი

16:00 სამტრედია – ქარიშხალა

27 მარტი

11:00 ბათუმი – ქარიშხალა

12:00 პეგასი – ფოთი

დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი

საერთო ტური. 4-8 მაისითბილისი

Leave a Reply