ველოდებით მეოთხედფინალისტებს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის პირველი წრის მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო თამაშში გერმანიის რაინ-ნეკარმა 34-32 მოუგო შარშანდელ ფინალისტს, საფრანგეთის ნანტს.  

მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-15/1490873

დანარჩენი 5 წყვილიდან ოთხში ფავორიტებმა იმარჯვეს, ოღონდ, საპასუხო თამაშის წინ მხოლოდ სკოპიეს ვარდარი თუ იქნება მშვიდად – 2017 წლის ჩემპიონმა სტუმრად 27-18 მოუგო ზაგრებს. დანარჩენ წყვილებში მეორე მატჩებშიც ბრძოლაა მოსალოდნელი: გერმანიის ფლენზბურგმა სტუმრად მხოლოდ 2 გოლით აჯობა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტს 30-28, უნგრეთის სეგედმა 22-20 მოუგო პოლონეთის ვისლას, უნგრეთისვე ვესპრემმა – ლისაბონის სპორტინგს 30-28, ხოლო პოლონეთის კელცე სტუმრად ფრეს დასჯერდა ზაპოროჟიეს მოტორთან, 33-33.

საპასუხო მატჩები ამ შაბათ-კვირასაა. მერვედფინალის 6 წყვილის გამარჯვებულებს მეოთხედფინალში დაემატება ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის ხარჯზე პირდაპირ გავიდნენ პლეიოფის მეორე ეტაპზე.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

მერვედფინალის პირველი მატჩები (20-24 მარტი)

რაინ-ნეკარი (გერ) – ნანტი (საფ) 34-32 (საპასუხო 30.03)

კოლბახერი 11, შმიდი 8 – ო. ნიოკა 7, გურბინდო 6

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კელცე (პოლ) 33-33 (30.03)

კოზაკევიჩი 9 – ცინდრიჩი, დუიშებაევი 8

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ფლენზბურგი (გერ) 28-30 (31.03)

ჯორჯიჩი 6, კულაკი 5 – ლაუგე 8, სვანი 4

ზაგრები (ხორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 18-27 (30.03)

მანდიჩი 5 – კარაჩიჩი, კრიშტოპანსი 5

ვისლა პლოცკი (პოლ) – სეგედი (უნგ) 20-22 (31.03)

დაშეკი, დე ტოლედო 5 – კანელასი 6, ბოდო 4

სპორტინგი (პორ) – ვესპრემი (უნგ) 28-30 (30.03)

გიონეა 7 – ნენადიჩი 9, ნადი 5

მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)

ბარსელონა – რან-ნეკარი/ნანტი

პსჟ – მოტორი/კელცე

მეშკოვი/ფლენზბურგი – სპორტინგი/ვესპრემი

ზაგრები/ვარდარი – ვისლა/სეგედი

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

Leave a Reply