კონსტანცას თეორიული შანსები დარჩა

ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდში ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, კონსტანცა შინ დამარცხდა დანიის ჰოლსტებროსთან, 22-28 და მეოთხედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.  

რუმინული კლუბის ქართველმა უკანახაზელმა ამ მატჩში 1 გოლი გაიტანა, სატურნირო სიტუაცია კი ასეთია: 4 ჯგუფიდან მეოთხედფინალში გადის არა 8, არამედ 7 გუნდი და, სავარაუდოდ ზედმეტი სწორედ C ჯგუფში მეორე ადგილზე გასული კლუბი აღმოჩნდება.

თეორიული შანსი ასეთია: კონსტანცამ ბოლო ტურში სტუმრად უნდა დაამარცხოს ჯგუფის უპირობო ლიდერი პორტუ, ვერ უნდა მოიგოს ჰოლსტებრომ, ხოლო D ჯგუფში დანიის GOG-მა უნდა წააგოს იმდენით, რომ კონსტანცაზე უარესი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდეს. 5 მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია: პორტუგალიის პორტუ, გერმანიის ფუხსე ბერლინი და კილი, საფრანგეთის სენ-რაფაელი და უნგრეთის ტატაბანია.

რაც შეეხება რუმინეთის ჩემპიონატს, კონსტანცა პირველ ადგილზეა და დარჩენილ 2 ტურში 1 მოგება სჭირდება, რათა რეგულარულ სეზონში პირველობა გაინაღდოს – ეს კი პლეიოფის გადამწყვეტ მატჩებში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა.

ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მესამე ტური

C ჯგუფი: პორტუ (პორ) 10, ჰოლსტებრო (დან) 4, კონსტანცა (რუმ) 4, კუენკა (ესპ) 2

23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო 22-28, კუენკა – პორტუ 26-29

30 მარ: პორტუ-კონსტანცა

A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 8, სენ-რაფაელი (საფ) 8, ლოგრონიო (ესპ) 2, ბალატონფურედი (უნგ) 2

B ჯგუფი: ტატაბანია (უნგ) 7,  ნექსე (ხორ) 6, ჰანოვერი (გერ) 5, რაბოტნიკი (მკდ) 2

D ჯგუფი: კილი (გერ) 10, GOG (დან) 6, გრანოლერსი (ესპ) 3, აზოტი-პულავი (პოლ) 1

პლეიოფში გადის 4 გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი

Leave a Reply