12/10/15 ლიგაში მაკედონიის ჩემპიონი ლიდერობს
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალური შედეგი, 4 მოგება მხოლოდ სკოპიეს ვარდარს აქვს. მაკედონიის ჩემპიონმა მეოთხე ტურში შინ დაამარცხა გერმანიის რაინ-ნეკარი – 25-19.
გაიმარჯვეს სხვა ფავორიტებმა – გერმანიის კილმა, ესპანეთის ბარსელონამ, საფრანგეთის პარი სენ-ჟერმენმა, პოლონეთის კელცემ, უნგრეთის ვესპრემმა და სეგედმა.
სანაკრებო პაუზამდე ჯგუფურ ტურნირზე კიდევ ორი ტური გაიმართება, ხოლო ამ კვირაში პირველ ლიგის ჯგუფურ ეტაპს ქალებიც დაიწყებენ.
ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-04
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური. 7-11 ოქტომბერი
A ჯგუფი
ვისლა პლოცკი (პოლ, 3 ქულა) – კილი (გერ, 6) 23-37
დაშეკი, ნიკჩევიჩი 4 – კანელასი 10, ვუინი 7
ვესპრემი (უნგ, 7) – ბეშიქთაში (თურ, 0) 33-25
ილიჩი 9 – ჯუკიჩი 6, პრიბაკი, რაშიჩი 5
პსჟ (საფ, 6) – ზაგრები (ხორ, 4) 34-23
ჰანსენი 10, ნ. კარაბატიჩი 7 – კოვაჩევიჩი 5
ფლენზბურგი (გერ, 4) – ცელიე (სლნ, 2 ქულა) 30-20
ეგერტი 8, გლანდორფი 5, ტოფტი 4 – ივიჩი 4
B ჯგუფი
კელცე (პოლ, 5) – კრისტიანსტადი (შვდ, 2) 35-27
აგინაგალდე 6, ბელეცკი, ჩუპიჩი 5 – ბიორნსენი 6
ვარდარ სკოპიე (მკდ, 8) – რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ, 5) 25-19
დუიშებაევი 7, დიბიროვი 6 – მენსა-ლარსენი 7
ბარსელონა (ესპ, 6) – მონპელიე (საფ, 2) 37-27
ლაზაროვი 12, ტომასი 5 – გაიჩი 8, ა. ესტეკი 5
კოლდინგი (დან, 0) – პიკ სეგედი (უნგ, 4) 22-27
სპელერბერგი 8 – კალმანი 5
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 6) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 6) 31-33
ტატრან პრეშოვი (სლკ, 0) – ვოივოდინა (სრბ, 4) 19-27
– პორტუ (პორ, 6) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 2) 31-27
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც, 3) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 4) 30-27
სკიერნი (დან, 6) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) 20-19
ელვერუმი (ნორ, 3) – ბაია მარე (რუმ, 4) 28-28
C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში
მეოთხე ტური: 14-18 ოქტომბერი