06/10/15 გენსჰაიმერი პარიზში გადადის
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შემდეგ, ორ უძლიერეს, A და B ჯგუფებში დარჩა ერთადერთი გუნდი, ვინც სამივე მატჩი მოიგო – სკოპიეს ვარდარი.
მაკედონიის ჩემპიონმა შვედეთში დაამარცხა კრისტიანსტადი – 30-25, ხოლო კიდევ ორმა გუნდმა, ვინც 2 ტურის შემდეგ ლიდერობდა, ქულები დაკარგა. ზაგრებმა შინ წააგო შარშანდელ ფინალისტ ვესპრემთან – 20-21, ხოლო გერმანიის რეინ-ნეკარმა შინ ფრედ ითამაშა პოლონეთის კელცესთან 32-32.
კვირის მთვარი სახელბურთო სიახლე კი იყო ის, რომ რაინ-ნეკარისა და გერმანიის ნაკრების 29 წლის გარემარბმა, უვე გენსჰაიმერმა პარი სენ-ჟერმენთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გენსჰაიმერი ახალ კლუბს 2016-17 სეზონის დასაწყისიდან შეუერთდება.
ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-03
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის მესამე ტური. 1-4 ოქტომბერი
A ჯგუფი
ცელიე (სლნ, 2 ქულა) – ვისლა პლოცკი (პოლ, 2) 25-28
კილი (გერ, 4) – ფლენზბურგი (გერ, 2) 27-23
კანელასი 7, დუვნიაკი 6 – გლანდორფი 5, მაე 4
ბეშიქთაში (თურ, 0) – პსჟ (საფ, 4) 30-40
დიონე 5 – ჰანსენი 10, ლ. კარაბატიჩი, ნ. კარაბატიჩი 6
ზაგრები (ხორ, 4) – ვესპრემი (უნგ, 5) 20-21
პავლოვიჩი 6, სტეპანჩიჩი 4 – მარგუცი 4
B ჯგუფი
რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ, 5) – კელცე (პოლ, 3) 32-32
ეკდალი, რაინკინდი 6, გენსჰაიმერი 5 – მ. იურეცკი, აგინაგალდე 5
კრისტიანსტადი (შვდ, 2) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) 25-30
ტოლბრინგი 7 – დიბიროვი, ტოშკიჩი 7
მონპელიე (საფ, 2) – კოლდინგი (დან, 0) 30-25
მაკოვშეკი 9 – ლ. ანდერსენი, ირმინგი 9
პიკ სეგედი (უნგ, 2) – ბარსელონა (ესპ, 4) 28-30
ბალოგი, კალმანი 7- ენტრერიოსი, იხა, ლაზაროვი, ტომასი 5
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 2) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 6) 27-33
ვოივოდინა (სრბ, 2) – პორტუ (პორ, 4) 23-27
ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 2) – ტატრან პრეშოვი (სლკ, 0) 37-29
D ჯგუფი
მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) – ელვერუმი (ნორ, 2) 22-19
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 4) – სკიერნი (დან, 4) 31-26
ბაია მარე (რუმ, 3) – შაფჰაუზენი (შვც, 1) 31-31
C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში
მეოთხე ტური: 7-11 ოქტომბერი