25/04/14 თასის მფლობელი ხვალ გამოვლინდება
ხელბურთის ფედერაციის თასზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, ბოლო დღის წინ ქუთაისი ლიდერობს, თუმცა, ჩემპიონობა არ გაუნაღდებია.
ქუთაისელებმა დღეს დაამარცხეს შევარდენი – 32:15 და 8 ქულა აქვთ. 6-6 დააგროვეს რუსთავმა და წყალტუბომ. ხვალ წყალტუბო ეთამაშება შევარდენს, ვისაც მესამე ადგილის შანსი არ დაუკარგავს, ხოლო ქუთაისი – რუსთავს. ქუთაისელებს ფრეც ყოფნით პირველი ადგილის დასაკავებლად, ხოლო თუ რუსთავმა და წყალტუბომ მოიგეს, მაშინ სამ გუნდს 8 ქულა დაუგროვდება და დაითვლება ბურთების სხვაობა პირად შეხვედრებში. თუ რუსთავმა დაამარცხა ქუთაისი და წყალტუბომ ვერ მოუგო შევარდენს, მაშინ ტურნირის გამარჯვებული რუსთავის გუნდი გახდება.
გუნდებს აკლიათ ბიჭების ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამაშე. რუსთავს – მეკარე დათო მამულაშვილი, ქუთაისს გარემარბი გიორგი მერკვილაძე, ხოლო შევარდენს – გამთამაშებელი ენრიკე ბაზანოვი და გარემარბი ზაალ ზაალიშვილი.
ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. გლდანი
25 აპრილი
წყალტუბო – ქარელი 20:7
ქუთაისი – შევარდენი 32:15
ლაგოდეხი – რუსთავი 13:16
მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა, წყალტუბო 6, რუსთავი 6, შევარდენი 4, ლაგოდეხი 0, ქარელი 0
26 აპრილი
12:00 ქარელი – ლაგოდეხი
13:30 წყალტუბო – შევარდენი
15:00 რუსთავი – ქუთაისი