24/04/14 ცერცვაძის თასის დაწყებამდე 20 დღე დარჩა

7 მაისს 75 წელი უსრულდება გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ჯემალ ცერცვაძეს. 15-20 მაისს ხელბურთის ფედერაცია ამ თარიღის აღსანიშნავად საერთაშორისო ტურნირს აწყობს.

მონაწილეების ვინაობა თითქმის საბოლოოდაა ცნობილი და ამ დღეებში დაზუსტდება. გვესტუმრებიან პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები. გასარკვევია მხოლოდ ბელარუსის საკითხი. გოგონებში ალბათ 6 ან 8 გუნდი შეიკრიბება, ბიჭებში – 6. ბიჭების 2 ნაკრებით გამოვა საქართველო, შესაძლოა – გოგონების 2 გუნდითაც. გადაწყვეტილია, რომ ტურნირს უმასპინძლებს ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო სკოლის დარბაზი, გლდანში.

1998-99 წლებში დაბადებულთა ორივე ნაკრები უკვე ინტენსიურად ემზადება. 1 მაისამდე დუშეთში, სამჯერად წვრთნას გადის ბიჭების გუნდი – შეკრებაზე 21 ხელბურთელია გიორგი ქობელაშვილის, გიორგი გვაზავასა და ჯორჯე რაშიჩის მეთვალყურეობის ქვეშ.

გოგონები გუშინ გაემგზავრნენ აზერბაიჯანში, სადაც შეკრებასთან ერთად საკონტროლო თამაშები ექნებათ ამ ქვეყნის ნაკრებთან. მაია კარბუნარისა და ელისო ჟურულიშვილის განკარგულებაში 16 მოთამაშეა.

შეკრებების შემდეგ, ცერცვაძის თასამდე ორივე გუნდს თითო საერთაშორისო ტურნირი უწევს. მაისის დასაწყიშში გოგონები გაემგზავრებიან გომელში (ბელარუსი), ხოლო ბიჭები – ბროვარიში (უკრაინა).

ემზადება საქართველოს კიდევ ერთი ნაკრები – 20-წლამედელთა გუნდს ბექა ორჯონიკიძე და ლევან გელაშვილი ამზადებენ ახალი ტურნირის, IHF მსოფლიო თასის ევროპის ზონალური პირველობისთვის, რომელიც მაისის ბოლოს იმართება ანდორაში. გამარჯვებული 2015 წლის მსოფლიო პირველობაზე გავა.

ფოტო: ბიჭების ნაკრების დღევანდელი ვარჯიში დუშეთში

ბიჭების (16წ) ნაკრები დუშეთში

მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი (იმედი), სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)

მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, ლევან მამულაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მიქაძე, გიორგი ბიბილეიშვილი (ფოთი), ბექა დანელიშვილი (თელავი), ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა, მიზეილ ნაზღაიძე (პეგასი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი, ენრიკე ბაზანოვი (შევარდენი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი),გიორგი ტიელიძე (გორი), გიორგი შევჩენკო (მამული)

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა, ჯორჯე რაშიჩი

გოგონათა (16წ) ნაკრები აზერბაიჯანში

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თამარ ჩაჩუა (პეგასი), ლედი მაზმიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)

მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი

Leave a Reply