09/12/13 ბაკეუ მესამე ადგილს ინარჩუნებს
მორიგი მატჩები გამართეს ევროპაში მოასპარეზე ქართველმა ხელბურთელებმა.
რუმინეთში, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას შტიინცა ბაკეუმ სტუმრად დაამარცხა სუჩავა – 23-18 და 28 ქულით ისევ მესამე ადგილზეა. რუსია ბოლო მატჩებში ძირითადად დაცვაში თამაშობს და გოლი არც ამჯერად გაუტანია. კვლავ დამარცხდა პოლი ტიმიშოარა – სტუმრად კარაშ სევერინთან – 22:27. ჩიქოვანმა ამჯერად მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გუნდი კი 12 ქულით მერვე ადგილზეა და პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
საშობაო არდადეგებამდე რუმინეთში კიდევ ერთი ტურია. 12 დეკემბერს ტიმიშოარა ბუქარესტის დინამოს უმასპინძლებს, ხოლო ბაკეუ – CSM ბუქარესტს, რის შემდეგაც თევზაძე, რუსია და ჩიქოვანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად.
მაკედოონის ჩემპიონატში ზედიზედ მეთორმეტე თამაში მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ, რომელმაც დაამარცხა პრესპა – 26:18. რეზო ჭანტურიას გოლი არ გაუტანია.
ფოტო: რუსია და თევზაძე სუჩავასთან მატჩში