EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

09/12/13 ქარიშხალა და პეგასი ტოლად დარჩნენ

სპორტდარბაზ ქარიშხალაში (არენა 2) დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტური უფროსი ასაკის ბიჭებს შორის. ამჯერად თბილისის ლიგის ექვსეული გამოავლენს დედაქალაქის ჩემპიონსა და მეორე ეტაპზე გამსვლელ 3 გუნდს.

 

პირველ ტურში ცენტრალური იყო პეგასისა და იმედის მატჩი. პეგასი თბილისის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო იმედი – მესამე ადგილისთვის. ორივე მხრიდან მოედანზე საქართველოს ნაკრების 4-4 მოთამაშე იყო. პირველი წრის თამაში პეგასმა 9 ბურთით მოიგო, მაგრამ დღეს გაუჭირდა. მთელი პირველი ტაიმი იმედი ლიდერობდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს დათმო 1 ბურთით – 27:28.

პირველ სამ შეხვედრას სატურნირო ცხრილი დიდად არ შეუცვლია, ქარიშხალამ ბურთების უკეთესი სხვაობით გაუსწრო პეგასს, თუმცა, თბილისის ჩემპიონი ბოლო ტურში, ლიდერთა შეხვედრაში გამოვლინდება. იმედს ისევ შერჩა მესამე ადგილის, ან შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მეოთხე ადგილით გასვლის შანსი.

ათი საუკეთესო გუნდი 2014 წელს ერთ წრედ ითამაშებს და გამოავლენს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს. ყოველ მომდევნო ეტაპზე გუნდები ასპარეზობას 0 ქულით დაიწყებენ. მეორე ეტაპზე უკვე გავიდნენ თელავი, გორი, ყვარელი, ფოთი, სამტრედია და ზუგდიდი.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.

9 დეკემბერი
მამულიშევარდენი 28:20
პეგასიიმედი 28:27
ქარიშხალაქარელი 21:1

მდგომარეობა: ქარიშხალა 11 ქ, პეგასი 11, მამული 8 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

10 დეკემბერი, ქარიშხალა
16:00 შევარდენიპეგასი
17:20
იმედიქარიშხალა
18:40
ქარელიმამული
11 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალამამული
16:20
იმედიშევარდენი
17:40
პეგასიქარელი
12 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალაშევარდენი
16:20
მამულიპეგასი
17:40
ქარელიიმედი
13 დეკემბერი, არენა
15:00 შევარდენიქარელი
16:20
მამულიიმედი
17:40
პეგასიქარიშხალა
18:00
დაჯილდოება

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2

დასავლეთი. საბოლოო

1. ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

Leave a Reply