EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

10/12/13 ტუნისი მერვედფინალისთვის იბრძვის

სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მესამე ტურის 12 მატჩია, რის შემდეგაც პირველი მერვედფინალისტები გამოვლინდებიან.

გუშინ ტუნისმა დიდი ბრძოლა გაუმართა უნგრეთს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე აფრიკელები 21:20 იგებდნენ, მაგრამ უნგრელებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მოახერხეს თამაშის გარდატეხა. გამარჯვებულთაგან 6-6 გოლი გაიტანეს სუსანა ტომორიმ და და ანიტა გორბიჟმა, ხოლო ტუნისელთა სათადარიგო მეკარემ, ნურა ბენ სლამამ სამიდან სამი პენალტი მოიგერია.

გერმანიამ საბოლოოდ თამაშის მიწურულს, ზედიზედ გატანილი 5 გოლის წყალობით გატეხა ჩეხეთი – 37:32. 11 გოლი გაიტანა ინსაიდმა ზუზან მიულერმა. D ჯგუფში გერმანია, რუმინეთი და უნგრეთი 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო მეოთხე ადგილისთვის გადამწყვეტი ალბათ იქნება ტუნის-ჩეხეთის დღევანდელი მატჩი.

C ჯგუფში ფრედ, 15:15 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთმა მეორე ტაიმში დაჯაბნა პოლონეთი – 26:20. ესპანელთა შორის საუკეთესონი იყვნენ შუამარბი ალესანდრინა კაბრალი (ფოტოზე, 86) 8 გოლით და მეკარე სილვია ნავარო, ვინც ტყორცნების 38 პროცენტი მოიგერია.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

9 დეკემბერი

C ჯგუფი

პარაგვაი – ანგოლა 12:37

ესპანეთი – პოლონეთი 26:20

არგენტინა – ნორვეგია 18:37

ანგოლა, ნორვეგია 4, პოლონეთი, ესპანეთი 2, არგენტინა, პარაგვაი 0

D ჯგუფი

ტუნისი – უნგრეთი 24:26

ჩეხეთი – გერმანია 32:37

ავსტრალია – რუმინეთი 13:32

რუმინეთი, გერმანია, უნგრეთი 4, ტუნისი, ჩეხეთი, ავსტრალია 0

 

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

 

დღეს: 17:45 ჩეხეთი – ტუნისი, 18:45 ჩინეთი – იაპონია, 18:45 პოლონეთი – ანგოლა, 19:00 კორეა – დრ კონგო, 20:00 გერმანია – რუმინეთი, 21:00 ბრაზილია – სერბეთი, 21:00 ესპანეთი – არგენტინა, 21:15 მონტენეგრო – დომინიკელთა რესპუბლიკა, 22:15 უნგრეთი – ავსტრალია, 23:15 ნორვეგია – პარაგვაი, 23:15 დანია – ალჟირი, 23:30 ჰოლანდია – საფრანგეთი

 

Leave a Reply