09/12/13 ევროპელთა პირველი წაგება

სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ მეორე ტური დაიწყო. აზიის ჩემპიონმა, კორეამ დაამარცხა ჰოლანდია, ვინც შესარჩევი ტურნირიდან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2005, 07, 09) რუსეთი გამოთიშა – 29:26. ტურნირზე ეს იყო ევროპული გუნდის პირველი წაგება არაევროპულთან.

აზიის მეორე გუნდმა, იაპონიამ, ზედიზედ მეორედ გაუმართ ბრძოლა ფავორიტს – ამჯერად დანიის გუნდს. იაპონელებმა, ისევე როგორც პირველ მატჩში, მონტენეგროსთან, თამაშის სამი მეოთხედი თანაბრად იბრძოლეს და მერე გატყდნენ. გადამწყვეტი გამოდგა მონაკვეთი, როდესაც 18:18-დან დანიამ ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყო – 22:18 და საბოლოოდ 29:25 მოიგო. იაპონია ვერ გაუმკლავდა მეტოქის ორ უკანახაზელს – კრისტინა კრისტიანსენს (10 გოლი) და ლინ ანა იორგენსენს (8).

დღეს ჩემპიონატზე მეორე ტურს გამართავენ C და D ჯგუფის გუნდები.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

8 დეკემბერი

A ჯგუფი

კორეა – ჰოლანდია 29:26

ალჟირი – სერბეთი 14:34

დომინიკელთა რესპუბლიკა – საფრანგეთი 10:27

საფრანგეთი, მონტენეგრო 4. ჰოლანდია, კორეა 2, დომ. რესპ, კონგო 0

B ჯგუფი

ჩინეთი – ბრაზილია 21:34

დრ კონგო – მონტენეგრო 9:35

იაპონია – დანია 25:29

ბრაზილია, დანია, სერბეთი 4, იაპონია, ჩინეთი, ალჟირი 0

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

დღეს

17:45 ტუნისი – უნგრეთი

18:45 პარაგვაი – ანგოლა

20:00 ჩეხეთი – გერმანია

21:00 ესპანეთი – პოლონეთი

22:15 ავსტრალია – რუმინეთი

23:15 არგენტინა – ნორვეგია

Leave a Reply