gnhf-rrr

6 გადამწყვეტი მატჩი 3 უცნობით

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთმა 35-28 მოუგო მონტენეგროს. დანარჩენი 3 საგზურის პრეტენდენტები არიან პირველ ჯგუფში: ნორვეგია, გერმანია, ჰოლანდია და სერბეთი, მეორეში – ესპანეთი და შვედეთი. ყველაფერი ხვალ გაირკვევა.  

მონტენეგროს ნახევარფინალში გასვლის შანსი დარჩენილი ჰქონდა, დასაწყისში 10-6 უგებდა რუსებს, ტაიმის ბოლოს ერთით ჩამორჩა (16-17) და 44-ე წუთამდე ბრძოლაში იყო (23-25), მაგრამ ძალა აღარ ეყო და 28-35 დამარცხდა. ამით რუსეთმა ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.

რუსეთი – მონტენეგრო: https://www.youtube.com/watch?v=gTX7bi_eB8I

კიდევ უფრო დაძაბული იყო იაპონია-ესპანეთის მატჩი. ესპანეთმა ტაიმი ზედიზედ გატანილი 4 გოლით მოიგო (17-13), მაგრამ მასპინძლებმა 45-ე წუთზე გაათანაბრეს (23-23), სირენამდე 6 წუთით ადრე კი მხოლოდ ერთით აგებდნენ – 27-28. ესპანეთმა დიდი ძალისხმევით 33-31 მოიგო, მეორე ადგილზეა და ხვალ რუსეთის დამარცხებით ჯგუფში პირველობაც შეუძლია, თუმცა, მეორე ადგილი განაღდებული არა აქვს.

იაპონია – ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=-U1PMdeuGts

ესპანეთმა და შვედეთმა წინა ტურში ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, შვედებმა დღეს სასურველი ანგარიშით, 34-22 მოუგეს უმოტივაციო რუმინეთს და ახლა ელიან ხვალინდელ პირველ მატჩს – თუ რუსეთმა ესპანეთს მოუგო, მაშინ შვედებსაც შეეძლებათ 7 ქულის დაგროვება და ისიც ეცოდინებათ, რამდენბურთიანი სხვაობით დასჭირდებათ მონტენეგროს  დამარცხება ბურთების უკეთესი სხვაობის დასაგროვებლად და ნახევარფინალში გასასვლელად.

ხვალვე 3 მატჩია პირველ ჯგუფში და აქ არაფერია გარკვეული. ნახევარფინალის 2 საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის, მათგან ორი, ნორვეგია და გერმანია ერთმანეთში თამაშობს.

ყველს თამაშის ნახვა ცოცხლად შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტზე.

სილკ უნივერსალი ინტერნეტში: http://www.myvideo.ge/tv/silk_sport4

9 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=qr02Sy3o_pQ

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

მეორე ჯგუფური. რაუნდი, 10 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

რუსეთი-მონტენეგრო 35-28

მანაგაროვა 12, ფროლოვა 10 – რადიჩევიჩი 8, ბულატოვიჩი 4

იაპონია-ესპანეთი 31-33

ოჰიამა 6, სუნამი 5, სასაკი 5 – პენია 7, ერნანდესი 6, მ. გონსალესი 5

შვედეთი-რუმინეთი 34-22

მელეგორი 7, მესინგი 5, იდენი 2 გოლი, 12/34 – პინტეა 4, ნიაგუ 4, უდრისციოიუ 4

2 ჯგუფი——-თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

რუსეთი——-4—4—0—0—125-91–8

ესპანეთი——4—3—1—0–119-101–7

შვედეთი——4—2—1—1–118-106–5

მონტენეგრო–4—2—0—2–111-114–4

იაპონია——–4—0—0—4–106-130–0

რუმინეთი—–4—0—0—4—82-119–0

11 დეკემბერი

10:00 ესპანეთი-რუსეთი

13:00 რუმინეთი-იაპონია

15:30 მონტენეგრო-შვედეთი

პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:

რუმ-ესპ 31-16, მნტ-რუმ 27-26, ესპ-მნტ 27-26

შვდ-იაპ 34-26, რუს-იაპ 33-23, რუს-შვდ 30-22

8 დეკ. რუმ-რუს 18-27, მნტ-იაპ 30-26, ესპ-შვდ 28-28

1 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

ნორვეგია——4—3—0—1–114-99—6

გერმანია——4—2—1—1–106-104–5

ჰოლანდია—-4—2—0—2–113-103–4

სერბეთი——4—2—0—2–113-125–4

დანია———-4—1—1—2—97-98—3

კორეა———-4—0—2—2–111-125–2

11 დეკემბერი

10:00 ჰოლანდია-კორეა

13:00 სერბეთი-დანია

15:30 ნორვეგია-გერმანია

პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:

ნორ-სრბ 28-25, ჰოლ-სრბ 36-23, ჰოლ-ნორ 30-28

კორ-დან 26-26, გერ-დან 26-25, გერ-კორ 27-27

8 დეკ. სრბ-კორ 36-33, ჰოლ-გერ 23-25, ნორ-დან 22-19

9 დეკ. გერ-სრბ 28-29, დან-ჰოლ 27-24, კორ-ნორ25-36

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply