ცხოვრებაძის 5 გოლი საფრანგეთის თასზე

საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში მონპელიემ სტუმრად 35-26 დაამარცხა ანესი, საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ კი 5 გოლი გაიტანა.

ეს იყო ცხოვრებაძის ყველაზე შედეგიანი მატჩი მონპელიეს ძირითად გუნდში. აქამდე მან საფრანგეთის სტარლიგაში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, რამდენჯერმე კი ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. მწვრთნელი პატრის კანაიე ნელ-ნელა აჩვევს 18 წლის ჭაბუკს ძირითად შემადგენლობას.

სათასო მატჩში მონპელიეს თითქმის ყველა უძლიერესი ჰყავდა, კაპიტან ვალონტან პორტის გარდა. გუნდი უპრობლემოდ გავიდა მერვდფინალში. ყველაზე მეტი გოლი გამთამაშებელმა კილიან ვილმინომ გაიტანა (7), ექვსჯერ გამოიჩინა თავი მარცხენა გარემარბმა იუგო დესკამ, ხოლო 5 გოლი ქართველი მარჯვენა ინსაიდის ანგარიშზე იყო. მონპელიეს ცაციებიდან 4 გოლი შეაგდო ჟულიენ ბოსმა, 2 – იანის ლენმა, 1 – მელვინ რიშარსონმა.

საშობაო არდადაგებამდე კლუბს ორი მატჩი აქვს სათამაშო საფრანგეთის ჩემპიონატში. 11 დეკემბერს მონპელიე ტულუზს ესტუმრება, ხოლო 19 დეკემბერს ნანტს უმასპინძლებს. სააფრანგეთის სტარლიგას 22 ქულით პარი სენ ჟერმენი ლიდერობს. 16-16 ქულით ლიდერს კვალში უდგანან და და ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურისთვის იბრძვიან ნიმი, ტულუზი, მონპელიე და ნანტი.

ხელბურთი. საფრანგეთის თასი. 1/16 ფინალი

ანესი – მონპელიე 26-35

მნპ: პორტნერი, ბოლცინგერი – ვილმინო 7, დესკა 6, ცხოვრებაძე 5, ბოსი 4, აფგური 3, სუსი 3, გრები 2, ლენი 2, რიშარსონი 1, ს. მენგონი 1, ზამიტი 1, ბერტიე

ლიდლ სტარლიგა 11 ტურის შემდეგ: პსჟ 22, ნიმი 16, ტულუზი 16, მონპელიე 16, ნანტი 16, ესი 12, დიუნკერკი 11, ისტრი 9, ისტრი 9, ივრი 7, შამბერი 6, შარტრი 6 — ტრემბლე 5, კრეტეი 3

Leave a Reply