პეგასი მესამე ადგილზე გადავიდა  

ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის მატჩში თბილისის პეგასმა 38-27 დაამარცხა სამტრედია და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გორმა 30-29 მოუგო წყალტუბოს.

ამ მატჩამდე სამტრედიასა და პეგასს 6-6 ქულა ჰქონდათ და დაძაბული მატჩი იყო მოსალოდნელი, თუმცა, თბილისელებმა იოლად მოიგეს – უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ისინი 10 ბურთით იყვნენ წინ 21-11.

გაცილებით უფრო დაძაბული იყო გორისა და წყალტუბოს პრომეთეს შეხვედრა, რომლის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, 14-14. ბოლოში გორელები სამი ბურთით დაწინაურდნენ და წყალტუბომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გორმა 4 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, წყალტუბომ კი ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო.

ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: გორი – სამტრედია და პეგასი – წყალტუბო, რის შემდეგაც ეს 4 გუნდი პირველ წრეს დაასრულებს. დანარჩენი 4 კლუბი: BSB ბათუმი, ქუთაისი, სპორტუნი და იმედი-სტუ

მე-6-7 ტურის მატჩებს 17-18 დეკემბერს გამართავს ქუთაისში. მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. ოლიმპიური სასახლე, 10 დეკემბერი

გორი – წყალტუბო 30-29

გორ: თითირაშვილი – დალაქიშვილი 7, ახალბედაშვილი 6, მჭედლიშვილი 5, გაგლოშვილი 4, ზუბიაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ჯაფიაშვილი 1, შემშენოვი, ბერუაშვილი, ოქროპირიძე

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 11, რ. ბაბუნაშვილი 6, მ. გველესიანი 5, ნ. ბაბუნაშვილი 4,  კოვზირიძე 2, ქაშიბაძე 1, მეტონიძე, ფანცხავა, ხელაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

პეგასი – სამტრედია 38-27

პეგ: დიხამინიჯია, გორგოძიანი – ბაძაღუა 11, კუხალაშვილი 9, დ. ჟვანია 5, გვაზავა 5, კოხრეიძე 3, ჭანტურია 3, პატაშური 2, ჩეჩელაშვილი, კობახიძე, ქათამაძე, მდივანი, გ. არეშიძე, ა. არეშიძე

სამ: ფახურიძე – ხელისუფალი 7, ძნელაძე 7, გ. ჟვანია 6, ადამია 3, აფრიდონიძე 2, ხომერიკი 1, ნადირაძე 1, ქავზინაძე, ხონელიძე 

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი

 10 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  პეგასი 6     4     0     2     197-180     8    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 6 3 0 3 182-207 6  
  გორი 6 2 0 4 180-228 4  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  წყალტუბო 6 0 0 6 140-204 0  

 

 

 

 

 

 

 

 

11 დეკემბერი, თბილისი

16:00 გორი – სამტრედია

18:00 პეგასი – წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply