31/03/15 ბრძოლა ფინალის მეოთხე საგზურისთვის
1-3 აპრილს გლდანის ცერცვაძის აკადემიაში დასრულდება ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა. გამოვლინდება მედლებისთვის მებრძოლი ოთხი გუნდი, რომელიც 15-16 მაისს ოთხთა ფინალს გამართავს და საპრიზო ფონდსაც გაინაწილებს.
სამი ფინალისტი უკვე ცნობილია – სტუ, სამტრედია და ქუთაისი. მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან ბათუმი და პეგასი. ბათუმი თბილისელებს 5 ქულით უსწრებს, მაგრამ კონკურენტთა მატჩი პირველივე დღეს, აპრილს გაიმართება. თუ ბათუმმა მოიგო ან ფრედ ითამაშა, ოთხეულს გაინაღდებს, მაგრამ პეგასის გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა 3 ქულამდე დავა, ბოლო ორ ტურში კი ბათუმელებს ორი მძიმე მატჩი ელით ქუთაისსა და სამტრედიასთან, ხოლო პეგასი ფოთსა და ქარიშხალას ეთამაშება. ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია.
კონკურენტების, ბათუმისა და პეგასის მატჩი 1 აპრილს გლდანში 5 საათზე დაიწყება. პირველი წრის შეხვედრა ბათუმმა 27-25 მოიგო.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი
12-14 ტური, გლდანი. 1-3 აპრილი
1 აპრილი, 12 ტური
12:00 იმედი – სტუ
13:30 სამტრედია – ქარიშხალა
15:00 ბათუმი – პეგასი
16:30 ქუთაისი – ფოთი
2 აპრილი, 13 ტური
12:00 სტუ – სამტრედია
13:30 პეგასი – ფოთი
15:00 ქუთაისი – ბათუმი
16:30 ქარიშხალა – იმედი
3 აპრილი, 14 ტური
12:00 ფოთი – იმედი
13:30 სამტრედია – ბათუმი
15:00 სტუ – ქუთაისი
16:30 პეგასი – ქარიშხალა
მდგომარეობა-თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
სტუ————-11–11—0—0–370-292-22
სამტრედია—–11—8—1—2–395–301-17
ქუთაისი——–11—8—0—3–353–305-16
ბათუმი———11—7—0—4–369-290-14
პეგასი———–11—4—1—6–312-295—9
ქარიშხალა——11—4—0–7–328-363—8
ფოთი———––11—0—1--10—307-441–1
იმედი———–11—0—1–10–252-399–1
5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი
ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი
ფოტო: პეგასი-ბათუმი, პირველი წრის მატჩი