30/11/14 სხვაობა ოთხით ნაკლები იყო
სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის მეორე თამაშიც წააგო ფინეთში, რიიჰიმიაენ კოქსთან – 26:38. სხვაობა ამჯერად ნაკლები იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში, რომელიც ფინელებმა 41:25 მოიგეს.
ასე დასრულდა სამტრედიელთა დებიუტი ევროთასებზე, ხოლო მერვედფინალში ფინური კლუბი გავიდა.
ტაიმი მასპინძლებმა 16:13 მოიგეს. სამტრედიელთა შორის ამჯერად გოლი არ გაუტანია წინა მატჩის საუკეთესო ბომბარდირს, ლექსო წითელიშვილის (9 გოლი პირველ თამაშში). ამჯერად ყველაზე შედეგიანები იყვნენ გიორგი დიხამინჯია და გოგიტა ნიკურაძე 6-6 გოლით.
სამტრედია, რომელმაც ახალ სეზონში უკვე მოიპოვა საქართველოს თასი, ახლა ჩაებმება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 8 დეკემბერს უნდა დაიწყო გლდანის ხელბურთის სასახლეში.
ჩელენჯ კაპი. მეთექვსმეტედფინალის მეორე მატჩი.
30 ნოემბერი, კარიაა (ფინ). 142 მაყურებელი
რიიჰიმინაენ კოქსი (ფინ) – სამტრედია – 38:26
კოქ: პუჰაკა, უმოვიცი – ტუომინენი 9, შაფრონიი 7, ტამინენი 6, ბუჩუმანი 3, ნენიცა 3, ვოიკა 3, როგენბაუმი 2, სიომანი 2, სირიალა 2, რონბერგი 1, ვალო, იანსონი, ლეპი, ლეიკამა
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – დიხამინჯია 6, ნიკურაძე 6, გოგალაძე 4, ღაღანიძე 3, ხაჟომია 3, თევზაძე 2, წივწივაძე 2, წითელიშვილი, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, თავაძე, კუჭუხიძე
მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)
ორი მატჩის ჯამი – 79:51. კოქსი გავიდა მერვედფინალში